თამბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ფაილი:Tobacco.jpg|მინი|250პქ|თამბაქოს პლანტაცია]]
[[ფაილი:DunhillEarlyMorningPipeMurrays.jpg|მინი|250პქ|ყალიონით მოსაწევი დაქუცმაცებული თამბაქოს ფურცლები]]
'''თამბაქო''' (Nicotiana) — ერთქართულად გლარჯა ჰქვიან სულხან-საბა ორბელიანი სიტყვის კონაერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი [[ძაღლყურძენასებნი|ძაღლყურძენასებრთა]] ოჯახისა. ნაყოფი კოლოფია. [[ამერიკა]]სა და [[ავსტრალია]]ში გავრცელებულია 60-ზე მეტი სახეობა. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო (Nicotiana tabacum) და წეკო (Nicotiana rustica). დეკორატიულ მებაღეობაში თამბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი [[ფოთოლი|ფოთლები]] და სურნელოვანი [[ყვავილი|ყვავილები]] აქვს.
 
მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი, მომრგვალო, 2,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსურია, ფერად მწვანე (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო). ყვავილები ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთავარ ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, მუქი ყავისფერი თესლი (1000 თესლი 60-80 მგ-ს იწონის).
35

რედაქტირება