მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

5 466 ბაიტი დაემატა ,  1 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2019 წლის 27 ოქტომბერი}}
[[ფაილი:CaveoftheMounds.jpg|მინი|მღვიმე]]
[[ფაილი:Burger OtokKriznaJama.jpg|მინი|ტბა კარსტულ მღვიმეში, [[სლოვენია]]]]
 
2. მღვიმის ასაკის ზედა სტრატიგრაფიულ ზღვარს წარმოადგენს მასში დაგროვებული ნაფენების უძველესი შემადგენელი შრის ასაკი, რომელიც განისაზღვრება ამ შრეში მოქცეული ორგანული ან კულტურული ნარჩენების შესწავლის საფუძველზე. ეს შეიძლება იყოს ცხოველთა ძვლები და ნიჟარები, ხის ნახშირი, ადამიანის იარაღები და მატერიალური კულტურის სხვა კუთვნილებანი. რამდენადაც ცხოველები და ადამიანი მღვიმეებში სახლდებიან ამ უკანასკნელთა განვითარების საკმაოდ მოგვიანებულ სტადიებში, ყოველ შემთხვევაში მღვიმური ნაკადის წყლიანობის მნიშვნელოვანი შემცირების ან სრული გაქრობის შემდეგ, სტრატიგრაფიულად დადგენილ მღვიმის ზედა ასაკობრივ ზღვარსა და ჭეშმარიტ ასაკს (სიღრუვის გამომუშავებასა და გახსნის მომენტს) შორის რჩება განსაზღვრული ქრონოლოგიური შუალედი. ეს შუალედი სხვადასხვა მღვიმისათვის სხვადასხვა სიდიდისაა და მერყეობს რამდენიმე ათასეულიდან რამდენიმე ათეულ ათას წლამდე.
აბსოლუტური გეოქრონოლოგიის ფიზიკური მეთოდების გამოყენება მღვიმეებისა და მათი ნაფენების ასაკის განსაზღვრისათვის ამჟამად ჯერ კიდებკიდევ შეზღუდულია.
 
==მღვიმეთა მორფოლოგია==
მღვიმის, როგორც სიღრუვის წარმოქმნა-განვითარებას და გადაგვარებას, მისი მორფოლოგიური დეტალების ევოლუციის პროცესთა ერთობლიობას ''სპელეომორფოგენეზი'' ეწოდება.
სპელეომორფოგენეზის ფაქტორებია: 1. კარსტვადი წყების შედგენილობა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური გავრცელება, ტექტონიკური მდგომარეობა; 2. მკარსტველი წყალნაკადების სიმძლავრე, მიმართულება და რეჟიმი; 3. წყლის ქიმიური ენერგია; 4. [[წყალი|წყლის]] [[მექანიკური ენერგია]]; 5. [[სიმძიმის ძალა]] ([[გრავიტაცია]]); 6. ჰიდროქიმიური აკუმულაცია; 7. ჰიდრომექანიკური აკუმულაცია; 8. გრავიტაციული აკუმულაცია; 9. შთენილი პროდუქტების აკუმულაცია; 10. ზოოგენური და ანთროპოგენური აკუმულაცია; 11. მეორადი ტექტონიკური დეფორმაციები.
კარსტვადი წყების სიგრძე-სიგანე და სიმძლავრე განსაზღვრავს მასში გამომუშავებული მღვიმეების სიგრძე-სიღრმესა და გეგმის სირთულის ხარისხს, თუ წყების შემადგენელი ქანები ყველა მის ჰორიზონტში მნიშვნელოვან ხსნადობას იჩენს, და ასევე მისი დიდი ჰორიზონტალური და ვერტიკალური გავრცელება წარმოადგენს ვრცელი და ღრმა მღვიმეების განვითარების საწინდარს. თხელი უხსნადი შრეები მღვიმეების ზრდის პროცესში ეროზიით ინგრევა და სერიოზულ დაბრკოლებას ვერ უქმნის სიღრუვეთა განვითარებას. თხელი უხსნადი შრეები მღვიმეების ზრდი პროცესში ეროზიით ინგრევა და სერიოზულ დაბრკოლებას ვერ უქმნის სიღრუვეთა განვითარებას.
ტექტონიკური პირობები და ნაპრალოვნება ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებწ კარსტული დრენაჟის სისტემის ჩამოყალიბებაში და აქედან გამომდინარე, მღვიმეთა განლაგება-მიმართულების გეგმის შექმნაშიც.
სპელეომორფოგენეზის აქტიური ფაქტორები - კოროზია, ეროზია, ნგრევა, აკუმულაციის ჰიდროქიმიური, ჰიდრომექანიკური, გრავიტაციული, ანთროპოგენული და სხვა სახეობები ქმნიან სპელეორელიეფის ფორმებს.
 
==მღვიმეები==
ცალკეული მღვიმეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიდიდით, გაღებულობის ხასიათით, გეგმური მოყვანილობით, სართულიანობით და სხვა მორფოლოგიური თავისებურებებით.
 
===მღვიმის სიდიდე===
მღვიმის სიდიდეს რამდენიმე განსხვავებული საზომი აქვს: 1. სიგრძე; 2. სიღრმე; 3. მოცულობა. მღვიმის სიგრძე ორგვარად შეიძლება შეფასდეს: მთავარი ან უგრძესი ტალანის სიგრძით და მღვიმის შემადგენელი ყველა ტალანის სიგრძეთა ჯამით. მსოფლიო სპელეოლოგიურ ლიტერატურაში მიღებულია უკანასკნელი მაჩვენებელი.
 
== ლიტერატურა ==
354

რედაქტირება