მუნ ჯე ინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 42:
 
იყო გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 2012 წელს, მიიღო ხმების 48,02 % და დამარცხდა [[პაკ კინ ჰე]]სთან. [[2017]] წლის არჩევნებში კი წარმოადგენდა [[კორეის დემოკრატიული პარტია|კორეის დემოკრატიულ პარტიას]], მიიღო ამომრჩეველთა ხმების 41,08 % და დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.
 
== ბიოგრაფია ==
მუნ ჯე ინი დაიბადა 1953 წლის 24 იანვარს კუნძულ კოჯედოზე, კიონსან-ნამდოს პროვინციაში. მამამისი იყო დევნილი ჩრდილოეთ კორეიდან, რპომელმაც მშობლიური ქალაქი ხამხანი დატოვა 1950 წელს კორეის ომის პერიოდში ჩინეთის არმიაზე გაეროს ძალების შეტევის შემდეგ. მუნ ჯე ინი სწავლობდა კიონამის სკოლაში პუსანში, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლებოდა სეულში.
 
სწავლობდა კიონჰის უნივერსიტეტში, სადასც შეისწაცლა სამართალი. იუსინის კონსტიტუციის წინააღმდეგ სტუდენტური გამოსვლის გამო დაპატიმრეს და სასწავლებლიდან გარიცხეს. შემდეგ გაწევრიანდა სამხრეთ კორეის არმიაში და მონაწილეობდა ფჰანმუნჯომის კონფლიქტში 1976 წელს. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები და დაკავდა იურიდიული პრაქტიკით. იმისდა მიუხედავად რომ მუნ ჯე ინი საუკეთესო სტუდენტი იყო, მან სტუდენტურ აქციებში მონაწილეობის გამო ვერ მიიღო მოსამართლედ მუშაობის უფლება, ამიტომ ადვოკატის პროფესია აირჩია. მას შემდეგ, რაც ადვოკატი გახდა, თანამშრომლობდა ყოფილ პრეზიდენტ ნო მიუ ხენთან. ისინი ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილამდე მეზობლად დარჩნენ. იყო ასოციაცია „იურისტები დემოკრატიული საზოგადოებისათვის“. გამოაქვეყნა მემუარები „მუნ ჯე ინის ბედისწერა“, რომელიც გახდა ბესტსელერი.
 
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც ოპოზიციის კანდიდატი, მაგრამ მიიღო ხმების 48 % და დამარცხდა [[პაკ კინ ჰე]]სთან, ყოფილი დიქტატორის [[პაკ ჩონ ჰი]]ს ქალიშვილთან, რომელიც იყო პარტია [[სენური]]ს კანდიდატი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუნ_ჯე_ინი“-დან