ხერთვისის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.15.255-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 47:
მემატიანე [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელს]] ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს). ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. [[XVI საუკუნე]]ში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი.
 
[[1832]] წელს შვეიცარიელმა გეოგრაფმა და მოგზაურმა [[დიუბუა დე მონპერე]]მ ციხის შესასვლელის თავზე მიაკვლია ვრცელ ასომთავრულ წარწერას, რომელიც ჯერ [[მარი ბროსე]]მ წაიკითხა და სათანადო ჩასწორების შემდეგ [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილმთაყაიშვილმა]]<nowiki/>ა [[1909]] წელს გამოაქვეყნა.
 
{{ციტირება|სახელითა ღვთისაითა, ოხითა და შეწევნითა წმინდისა მშობელისა ღვთისა, მინდობითა წმიდისა იოანე მახარობელისათა, ვიწყე მეფეთ-მეფისა მოლარეთ უხუცესმა ზაქარია, ძემან ქამქამის შვილისამან, ოფელმან კოშკი და გალავანი ესე ქორონიკონსა მბ და გავათავეთ მდ ღმერთო ... გუილხინე, ამინ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხერთვისის_ციხე“-დან