არჩილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 41:
==მოღვაწეობის პერიოდი==
პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - [[არჩილ I]] (410-434 წლები), პაპა [[ვახტანგ გორგასალი]]სა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: [[მიქაელ I (მთავარეპისკოპოსი)|მიქაელ I]] (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.
 
თბილისში არსებობს მისი სახელობის [[არჩილ მეფის ქუჩა|ქუჩა]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილი“-დან