ორბელთა აჯანყება: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 188.129.235.124-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
|||
ხაზი 20:
*[[ყუბასარი]]
*[[დვალები (ტომი)|დვალები]]
|ძალა1=~
|ძალა2=~5000 <ref>Orbeliani, 1978, p. 46</ref>
|დანაკარგები1=
ხაზი 29:
'''ორბელთა აჯანყება''' — ქართველ დიდებულ ფეოდალთა აჯანყება მეფე [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III-ის]] წინააღმდეგ [[ორბელი, ივანე სუმბატის ძე |ივანე ორბელის]] ხელმძღვანელობით. მიმდინარეობდა [[1177]]-[[1178]] წლებში. აჯანყების მიზანი იყო გიორგი III-ის ძმისშვილის და ივანე ორბელის სიძის [[დემნა (დემეტრე) უფლისწული|დემნა (დემეტრე) უფლისწულის]] გამეფება, მიზეზი - მეფის მკაცრი ცენტრალისტური პოლიტიკა, საბაბი - დემნა უდლისწულის ლეგიტიმური უფლებების დაცვა.
მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ [[ორბელები]], ივანე ვარდანისძე, შოთა — ძე ართავაჩოს ძისა; [[მეჯინიბეთუხუცესი]] ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, მხარგრძელები, თორელი გამრეკელი, მემნა ჯაყელი, კაენის პატრონი ჰასანი, გრიგოლ ანელი აპირატის ძე და სხვა. შეთქმულთა ლაშქარში
მეფემ აჯანყებულებს წაართვა ციხე-სიმაგრეები და ალყა შემოარტყა [[ლორის ციხე]]ს. მეამბოხეებმა დახმარებისათვის მიმართეს შაჰ-არმენსა და [[აზერბაიჯანი]]ს ათაბაგს, მოსალაპარაკებლად გაგზავნეს ქართლის ერისთავი ლიპარიტი, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი. მიუხედავად იმისა, რომ ლორის ციხის ალყა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, აჯანყებლებს გარედან დახმარებამ ვერ მოუსწრო. აჯანყება დამარცხდა. დემნა უფლისწული ალშემორტყმული ციხიდან საბლით გადმოეშვა და პატიების სათხოვნელად მეფე-ბიძასთან გამოცხადდა. მას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, სიკვდილით დასაჯეს ივანეს უმცროსი ძმა ქავთარი, მისი შვილი [[სუმბატ ორბელი|სუმბატი]], დამნაშავეთა ნაწილი [[საქართველო]]დან განდევნეს. სასჯელი მეფემ დარბაზის გადაწყვეტილებით გამოიტანა და საეკლესიო შეჩვენებით დაამტკიცა. მოღალატეთა თანამდებობანი და მამულები გიორგიმ თავის ერთგულთ დაუნაწილა.
|