ნიკოლოზ ანთელავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
1920 წელს როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშობა დაიწყო თბილისში [[მუხაძე, გრიგოლ|გ. მუხაძესთან]]. 1923-1924 წლებში მივლინებული იყო გერმანიაში ზაუერბრუხისა და ბირის კლინიკებში. 1928 წელს მუშაობდა ლენინგრადში [[შევკუნენკო, ვიქტორ|ვ. შევკუნენკოსთან]]. 1929-1938 წლებში განაგებდა სოხუმის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას. 1939-1941 წლებში ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიულ კათედრას. 1941-1946 წლებში იყო ამიერკავკასიის ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, ხოლო 1949-1954 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი. 1941-1970 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიულ კათედრას. ანთელავას შრომებში განხილულია ფილტვის ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის ქირურგიული მკურნალობის საკითხები. ანთელავამ დაამუშავა ექსტრაპლევრული თორაკოპლასტიკის ახალი მეთოდი, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. მონოგრაფიისათვის "ფილტვებისა და პლევრის ქირურგია" (1948) უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ და ქირურგთა საზოგადოებამ მიანიჭა ს. ფიოდოროვის სახელობის პრემია (1950). მისი მონოგრაფია "გულმკერდის ღრუს ორგანოების ქირურგია" (1952) გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ჩინურ ენებზე. ანთელავა იყო საქართველოს და სსრკ ფთიზიატრტა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი წევრი, პიემონტის (იტალია) ქირურგთა საზოგადოებისა და ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრი. [[ლენინური პრემია|ლენინური პრემიის]] ლაურეატი (1961). დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, [[წითელი ვარსკვლავის ორდენი]]თ და მედლებით.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. თბილისში არსებობს მისი სახელობის [[ნიკოლოზ ანთელავას ქუჩა|ქუჩა]].
 
==ლიტერატურა==