მაო ძედუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: გლების* გლეხის
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
მაო ძედუნი დაიბადა [[1893]] წლის [[26 დეკემბერი|26 დეკემბერს]], ხუნანის პროვინციის სოფ. შაოშანში გაუნათლებელი, მაგრამ შრომისმოყვარე და მდიდარი გლებისგლეხის ოჯახში. 17 წლის ასაკში შევიდა სკოლაში, მაგრამ მალე თავი დაანება სწავლას. მონაწილეობდა [[სინჰაის რევოლუცია]]ში ([[1911]]—[[1913]]). [[1918]] წ ქ. [[ჩანშა]]ს პედაგოგიურ სასწავლებელში შევიდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მაო ბეიჯინში გაემგზავრა სადაც უნირესიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ეს იყო დრო, როდესაც მაომ მარქსისტული ლიტერატურის კითხვა დაიწყო. უნივერსიტეტში მუშაობისას ჩაერთო მეოთხე მოძრაობის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ აქტივობებში. ბეიჯინიდან მაო გაემგზავრა ჩანგშასა და შანხაიში სადაც 1919-1920 წლებში წვრილმან საქმიანობებს ეწეოდა.<ref>BBC-ს სტატია მაო ძედუნის შესახხებ. http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/mao_zedong.shtml</ref> თავდაპირველად ის გონებრივი შრომის ადამიანის კარიერაზე ოცნებობდა. უყვარდა წიგნები დიდ ადამიანებზე. მისი იდეალი იყო [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონი]]. ახალგაზრდობისას მერყევი იყო. მონაწილეობა მიიღო ჩკპ-ს და მისი შეიარაღების ძალების შექმნაში.
 
ჩპკ-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი ის [[1935]] წ. გახდა 42 წლის ასაკში. თავისი ძირითადი ნაშრომები [[1930]]—[[1940]] წწ დაწერა. პირველად უკვე [[1938]] წ. მან დაიწყო ლაპარაკი მარქსიზმ-ლენინიზმის ჩინეთის კონკრეტულ პირობებთან შეგუების შესახებ, 40-იანი წლების დასაწყისში კი წამოიწყო ბრძოლა [[დოგმატიზმი]]ს წინააღმდეგ, რომლის ქვეშაც გულისხმობდა საბჭოთა გამოცდილებისა და საბჭოთა კავშირის მითითებებისადმი ბრმა მორჩილებას. მაშინ ჩპკ-ს რიგებიდან გაირიცხა ყველა, ვინც მაოს არ ეთანხმებოდა. სწორედ ამიტომ მაო ძედუნის მოსვლას ხელისუფლების სათავეში სამოქალაქო ომის დასკვნით ეტაპზე [[სტალინი]] დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდა. მაგრამ გამარჯვებული მაო ძედუნის ზურგს უკან იყო ორგანიზაციული მუშაობისა და პარტიზანული ომის წარმოების 22 წლიანი გამოცდილება. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ჩპკ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, ყველა ცდა და პოლიტიკური კამპანია, რომელიც ქვეყანაში 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე გატარდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაო_ძედუნი“-დან