ბიომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Vegetation-no-legend.PNG|მინი|350პქ|ხმელეთის ბიომები]]
'''ბიომი'''<ref>[http://bio.dict.ge/ka/word/53947/biome/ ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი]</ref> — ერთი ბუნებრივ-კლიმატური ზონის [[ეკოსისტემა|ეკოსისტემების]] ერთობლიობა. სახელწოდება „ბიომი“ ჩვეულებრივ განსაზღვრავს მცენარეულობის გაბატონებულ ტიპს ან [[ლანდშაფტი]]ს ძირითად სტაბილურ თვისებას. დაბლობ ტერიტორიაზე ბიომი იკავებს მნიშვნელოვან სივრცეს და ტერიტორიული თვალსაზრისით ცოტათ თუ ბევრათ განცალკევებულია. მთებში მცირე ფართობზე ერთმანეთთან შეიძლება მეზობლობდეს ხუთამდე სარტყლურობის ბიომი. [[ხმელეთი]]ს ყველაზე მნიშვნელოვანი ბიომებია: [[ტუნდრა]], [[ტაიგა]], [[ფართოფოთლოვანი ტყე]], [[სტეპი]], [[სავანა]], [[უდაბნო]], [[ტროპიკული ნოტიო ტყეები]], [[ზამთარმწვანე ტყე]], ეკოსისტემების ხმელთაშუაზღვიური ტიპი. წყლის ეკოსისტემების ბიომები განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა, წყლის მარილიანობით, მასში კვების ელემენტების, ჟანგბადის, ტემპერატურისა და დინების სიჩქარის შემცველობით. ზოგჯერ გამოიყოფა ბიომის 6 ძირითადი ტიპი: ტუნდრა, წიწვოვანი ტყე, ფოთოლმცვივანი ტყე, ტრიპიკული ტყე, სტეპი და უდაბნო. [[საქართველო]]ში გამოიყოფა: ჭალის ტყის ბიომი, ნახევრადუდაბნოს ბიომი, სტეპის ბიომი, არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყისა და ჰემიქსეროფილური ბუჩქნარის ბიომი, ტყის ბიომი, სუბალპური ბიომი, ალპური სარტყლის ბიომ, სუბნივალური და ნივალური ბიომი, ჭაობისა და წყლის ბიომები.<ref>[http://www.eiec.gov.ge/თემები/Biodiversity/Documents/Publication/2-(409)–-NACRES-საქართველოს-ფაუნის-მოკლე-მიმოხილვა.aspx საქართველოს ფაუნა]</ref> ტერმინი „ბიომი“ ყველაზე მეტად გამოიყენება ხმელეთის ეკოლოგიაში.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{დრე|1867380|ბიომი}}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიომი“-დან