ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
|ქვეყანა= {{დროშა|საქართველო}}
|სტატუსი=
|რაიონი= [[კრწანისის რაიონი]] და [[მთაწმინდის რაიონი]]
|წინა სახელები= „ციხის ბულვარი“ , მუხრანის ქუჩა
|ისტორიული რაიონი=
ხაზი 18:
|ტექსტის ველი=
}}
'''ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა''' — ქუჩა [[თბილისი|თბილისში]], [[კრწანისის რაიონი|კრწანისისკრწანისისა]] რაიონშიდა [[მთაწმინდის რაიონი|მთაწმინდის]] რაიონებში ([[გარეუბანი (თბილისის უბანი)|გარეთუბანი]], [[ზემო უბანი]]). [[ალექსანდრე პუშკინის ქუჩა|ალექსანდრე პუშკინის ქუჩიდან]] [[ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი|ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდამდე]]. ადრე „ციხის ბულვარი“ ერქვა, 1843 წლიდან — მუხრანის ქუჩა, 1945 წელს [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს სახელი უწოდეს. ადრე აქ [[ავანაანთხევი]] ჩამოედინებოდა. ხევს ტეხილი ხაზით მიჰყვებოდა ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული ქალაქის გალავნის ჩრდილოეთი კედელი. XVIII საუკუნის შუა წლებში ხევი გადახურეს, მიწით ამოავსეს, გალავანი კი ააფეთქეს. ასე გაჩნდა თბილისის ერთ-ერთ ძველ, [[მუხრანთუბანი|მუხრანბატონების უბანში]] ქუჩა, რომელსაც მუხრანის ქუჩა დაარქვეს. იგი ეშვებოდა მტკვრის ნაპირისკენ, სადაც მოწყობილი იყო ბორანი (შემდგომში აქ აშენდა მუხრანის ხიდი). დროთა ვითარებაში ვიწრო მუხრანის ქუჩა და ხიდი ვეღარ ერეოდა მზარდ სატრანსპორტო მოთხოვნებს და წარმოიქმნა მაგისტრალის ძირფესვიანი რეკონსტრუქციის საჭიროება.
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია ძველი ქალაქის ისტორიული ნაწილის კომპლექსური გარდაქმნის თვალსაჩინო ნიმუშია (1978, არქიტექტორი [[შოთა ყავლაშვილი]]). ქუჩის მარცხენა მხარე განაშენიანებული იყო თანამედროვე მრავალსართულიანი შენობებით, ხოლო მარჯვენა მხარე — უღიმღამო, მეტწილად ერთსართულიანი ნაგებობებით, რომელთა რეკონსტრუქციის საფუძველზეც შეიქმნა ამ უბნის ახლანდელი იერ-სახე. 70-იან წლებში პროფესორმა [[თენგიზ კვირკველია]]მ ჩაატარა მეცნიერული აზომვითი სამუშაო. ზუსტად განსაზღვრა ციხესიმაგრის კედლის, კოშკების, ბურჯების, ციხის კარებისა და სხვათა ადგილმდებარეობა. გადაწყდა ქუჩის გაფართოება ძველი გალავნის ხაზამდე. ციხის კედლები გაათავისუფლეს მრავალფენოვანი დანაშრეფვებისაგან და ნაწილობრივ აღადგინეს, ხოლო გალავანზე მიბჯენილ თუ შეკიდებულ XIX საუკუნის კოლორიტულ-აივნებიან საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა სარეტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განაშენიანების მასშტაბისა და საერთო ხასიათის გათვალისწინებით.
ხაზი 33:
[[კატეგორია: კრწანისის რაიონის ქუჩები|ბარათაშვილი]]
[[კატეგორია: მთაწმინდის რაიონის ქუჩები|ბარათაშვილი]]
[[კატეგორია:თბილისის ქუჩები|ბარათაშვილი]]