მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(82.211.183.205-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2019 წლის 27 ოქტომბერი}}
[[ფაილი:CaveoftheMounds.jpg|მინი|მღვიმე]]
[[ფაილი:Kumistavi cave (39).jpg|მინი|პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმე საქართველოში]]
[[ფაილი:Burger OtokKriznaJama.jpg|მინი|ტბა კარსტულ მღვიმეში, [[სლოვენია]]]]
'''მღვიმე''' — ვრცელი სიღრუე [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება [[წყალი|წყალში]] ხსნადი ნაპრალოვანი ქანების ([[კირქვა]], [[დოლომიტი]], [[თაბაშირი]] და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად. მღვიმეთმცოდნეობის შემსწავლელ მეცნიერებას [[სპელეოლოგია]] ეწოდება, [[შვეიცარია|შვეიცარიელი]] მღვიმეთმცოდნის [[ალფრედ ბიოგლი]]ს თქმით, სპელეოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია და [[გეოგრაფია]]ს ენათესავება.
 
==მღვიმეთა ზოგადი კლასიფიკაცია==
 
მღვიმეთა კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს მათი წარმომშობი ფაქტორები. ამ ნიშნის მიხედვით გამოიყოფა მღვიმეთა ტიპები, ქვეტიპები, სახესხვაობანი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით გაჩენილი მღვიმეები ერთიანდებიან „ბუნებრივი მღვიმეების ჯგუფში“, რომლებიც უპირისპირდებიან ერთადერთი ტიპით შედგენილ ხელოვნურ მღვიმეთა (გამოქვაბულთა) ჯგუფს.
 
===ბუნებრივი მღვიმეები===
 
'''კარსტული მღვიმეები''' - მიწისქვეშა წყლების, უმთავრესად, ქიმიური მოქმედებით წარმოქმნილი მღვიმეები. მისი ქვეტიპებია: კირქვული და დოლომიტური, თაბაშირული, ქვამარილის, ნგრეული ქანების ([[კონგლომერატი|კონგლომერატების]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვების]]).
 
'''ვულკანური მღვიმეები''' - დედამიწის ზედაპირზე ამონთხეული ლავების გაციებისას წარმოქმნილი მღვიმეები. მისი ქვეტიპებია: ლავური გვირაბები (გამაგრებული ქერქის შიგნიდან თხიერი ლავის გამოდინებით გაჩენილი), გაზის ბუშტებისგან გაჩენილი.
 
'''სუფოზიური''' - თიხების, ლიოსის და სხვა ფხვიერი ნალექების ეროზიით გაჩენილი ფსევდოკარსტული მღვიმე.
 
'''აბრაზიული''' - ზღვის ტალღების მექანიკური ენერგიით წარმოქმნილი მღვიმეები.
 
ნაირგვაროვან წყებებში, გამოფიტვით წარმოქმნილი მღვიმეები.
 
'''თოვლმყინვარული''' - მყინვარული გვირაბები; ნაზვავთა გვირაბები.
 
===ხელოვნური მღვიმეები===
 
'''გამოქვაბულები'''
 
==კარსტული მღვიმეების წარმოშობა-განვითარების პირობები და პროცესები==
 
ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები, ისინი ყველგან არ ვითარდება. მათი წარმოშობა-განვითარებისთვის საჭიროა განსაზღვრული პირობები. გ. მაქსიმოვიჩის გაანგარიშებით, კარსტვად ქანებს ჩვენი პლანეტის ხმელეთის დაახლოებით მესამედი, 50 მილიონი მ² უჭირავს. ამას უნდა დაემატოს ოკეანეებისა და ზღვების ფსკერქვეშ არსებული კარსტვადი უბნები, რომელთა ფართობი ჯერჯერობით უცნობია. იმისათვის რომ წარმოიქმნას კარსტული მღვიმე, საჭიროა შემდეგი პირობები:
 
1. კარსტული მღვიმის გაჩენის მთავარ პირობას წარმოადგენის ადვილადხსნადი ქანის მნიშვნელოვანი მთლიანი მასის არსებობა. წყალში ბევრი ქანი მეტ-ნაკლებად იხსნება, მაგრამ კარსტული პროცესები ისეთი მასშტაბით როგორიც მღვიმის გაჩენისთვის არის საჭირო, მიმდინარეობს მხოლოდ მეტად ხსნად ქანებში - [[ქვამარილი|ქვამარილში]], [[თაბაშირი|თაბაშირში]], [[კირქვა]]ში, [[დოლომიტი|დოლომიტში]], კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებში, ტრავერტინებში. თითოეული მათგანი კარსტვადი ქანებია. კარსტვადი ქანის მიერ დაკავებული სივრცის სიდიდე - ფართობი და სისქე, გავლენას ახდენს კარსტული ფორმების განზომილებაზე; რაც უფრო მეტია სივრცე, მით მეტია მსხვილი, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმებიც.
 
2. კარსტული პროცესისა და მღვიმეთწარმოქმნისთვის, გარდა ლითოლოგიური პირობებისა; საჭიროა სტრუქტურულ-გეოლოგიური პირობებიც: ქანის შრეებრიობის, შრეთა წოლის და ნაპრალოვნების განსაზღვრული ხასიათი. სქელი შრეები უფრო ხელშემწყობია კარსტისათვის, ვიდრე თხელშრიანი წყობა. შრეთა ჰორიზონტალური ან ზომიერად დახრილი წოლა უფრო უწყობს ხელს დაკარსტვას, ვიდრე ციცაბოდ ან ვერტიკალურად დაქანებული შრეები. კარსტვადი წყობისთვის აგრეთვე სავალდებულოა პირველადი ნაპრალოვნება, ანუ ისეთ ნაპრალთა სისტემა რომელიც წამოიშობა ნალექი ქანის გამოშრობა-გამაგრებისა და გამოფიტვის პროცესში.
 
3. კარსტის განვითარებისთვის აუცილებელია წყლის რეგულარულად დენა ატმოსფერული ნალექის, ლანქერის ან ზედაპირული მდინარის სახით. წყალში გახსნილი ნახშირმჟავა აჩქარებს ქანის ქიმიურ გახსნას, ამიტომ რაც უფრო მეტი რაოდენობითაა იგი წყალში, მით უფრო სწრაფად ხდება კარსტვის პროცესი. წყლის დენასთნ ერთად აუცილებელია წყლის მუდმივი ცირკულაცია. ცირკულაციას ხელს უწყობს ნაპრალთა სისტემის წყლისგან განტვირთვა მდინარეთა ხეობებში, ზღვის ნაპირზე. კარსტული პროცესი და კერძოდ, მიწისქვეშა სიღრუვეების გამომუშავება ხდება არა მარტო ზედაპირზე გაშიშვლებულ, არამედ არაკარსტვადი ქანებით დაფარულ ხსნად წყობებშიც.
 
'''კარსტი''' ადვილად ხსნად ქანებში მიმდინარე პროცესების ერთობლიობა და მათ შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი ფორმებია. კარსტული პროცესების შემადგენელ მოვლენებს, რომლებიც მიწის ქვეშ წარმოებს და იწვევს მღვიმეთა წარმოშობა-განვითარებას და გადაგვარება-მოსპობას, '''სპელეოპროცესები''' ეწოდება.
 
სპელეოპროცესების გავრცელების არეალს წარმოადგენს ეგრედ წოდებული ''კარსტროსფერო'' - [[დედამიწა|დედამიწის]] ([[სტრატოსფერო]]ს) ქერქის ის ნაწილი, რომელიც კარსტვადი ქანებითაა აგებული და მოიცავს არამარტო კონტინენტებისა და კუნძულების, არამედ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერის ნაწილებსაც. კარსტოსფერო არის გეოიდური მოყვანილობის წყვეტილი გარსი, რომლითაც დაფარულია დედამიწის მთელი ფართობის დაახლოებით 25%.
 
ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები. ისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მღვიმურ სისტემებს, რომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადის, ზოგჯერ გვხვდება [[ტბა|ტბები]], [[ჩანჩქერი|ჩანჩქერები]], [[სტალაქტიტი|სტალაქტიტები]], [[სტალაგმიტი|სტალაგმიტები]] და სხვა [[კარსტი|კარსტული]] ფორმები.
 
მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: [[მამონტ-ფლინტ-რიჯი]] — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) ([[აშშ]]), [[ჰელოხი]] — 194 კმ ([[შვეიცარია]]), [[ოპტიმისტური]] — 230 კმ ([[უკრაინა]]), [[ახალი ათონის მღვიმე]] — 3,3 კმ ([[საქართველო]]). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: [[კრუბერის გამოქვაბული]] ([[საქართველო]]) - 2190 მ, [[თოვლიანი უფსკრული]] — 1753 მ ([[საქართველო]], [[ბზიფის ქედი]]), [[ლამპრეჰტსოფენი]] - 1632 მ ([[ავსტრია]]), [[ჟან-ბერნარი]] — 1602 მ ([[საფრანგეთი]]), [[ტორკა-დელ-სიერა]] 1589 მ ([[ესპანეთი]]), [[პიერ-სენ-მარტენი]] — 1342 მ, ([[საფრანგეთი]]), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. [[ცუცხვათის მღვიმე]]).
მათგან უფრო გავრცელებულია ჰელიქტიტები, რომელიც [[საქართველო]]ს რამდენიმე მღვიმეში გვხვდება, მ.შ. [[ახალი ათონის მღვიმე|ახალი ათონის]], [[აბრსკილის მღვიმე|აბრსკილისა]], [[მთისკალთის მღვიმეები|მთისკალთის]], [[სათაფლიის მღვიმე|სათაფლიისა]] და სხვა მღვიმეებში.
 
მღვიმეებში სპეციფიკური მიკროკლიმატი და [[ფაუნა]]ა. ქვის ხანაში მღვიმეებში ადამიანები ცხოვრობდნენ. მღვიმეებს ახლა ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვის, მაცივარ-სათავსოებად, სამკურნალო, [[ტურიზმი]]სა და სხვა მიზნით. მღვიმეების მეცნიერული შესწავლითა და გამოკვლევით დაკავებულია [[სპელეოლოგია]].
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|7|236|}}
* მარუაშვილი ლ., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები, თბ., 1973.
* ბლიაძე ნ., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები (სალექციო კურსი), ქუთაისი, 2016.
 
{{მღვიმე}}
354

რედაქტირება