ალფრედ აინშტაინი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

12:28, 18 აპრილი 2005-ის ვერსია

აინშტაინი, ალფრედ ( * 30 დეკემბერი. 1880, მიუნხენი ― † 13 თებერვალი. 1952, ელ-სერიტო, კალიფორნია), გერმანელი მუსიკის ისტორიკოსი და კრიტიკოსი. მოღვაწეობდა მიუნხენში, შემდეგ ბერლინში. 1933 დატოვა ფაშისტური გერმანია. ცხოვრობდა ჯერ ინგლისში, შემდეგ იტალიაში, 1939-იდან კი აშშ-ში; 1945 მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. აინშტაინი მრავალი ნაშრომის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფიების სერია "გერმანელი მუსიკოსების ცხოვრება" ( 1914-იდან ), "მუსიკის ისტორია" ( 1917 ), " ჰაინრიხ შიუტცი" ( 1925 ), "რომანტიზმის ეპოქის მუსიკა" ( 1947 ), " მოცარტი, მისი ხასიათი. მისი შემოქმედება" ( 1945-1953 ), "იტალიური მადრიგალი" ( 3 ტომად, 1949 ) და სხვ.