ლოტოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ncbi =
}}
'''ლოტოსი''' ({{lang-la|Nelumbo}}) — წყლისა და ხმელეთის [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვან]] ბალახოვან მცენარეთა [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ლოტოსისებრნი|ლოტოსისებრთა]] ოჯახისა[[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა (რომელსაც ზოგჯერ [[დუმფარასებრნი|დუმფარასებრთა]] ოჯახთან აერთიანებდნენ). აქვს გრძელყუნწიანი, [[წყალი|წყალზე]] მოტივტივე და წყლის ზემოთ ამოშვერილი დიდი, ფარისებრი [[ფოთოლი|ფოთლები]] და ეული ყვითელი ან ვარდისფერი [[ყვავილი|ყვავილები]].
 
ლოტოსის 2 [[სახეობა]] გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკებში. ვარდისფერყვავილებიანი [[ინდური ლოტოსი]] ({{lang-la|Nelumbo nucifera}}) გავრცელებულია [[ავსტრალია|ავსტარლიის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, [[მალაის არქიპელაგი|მალაის არქიპელაგზე]], [[ფილიპინები]]ს კუნძულებზე, [[იაპონია|იაპონიის]] სამხრეთში, [[შრი-ლანკა|შრი-ლანკის]] კუნძულებზე, ინდოჩინეთისა და ინდოსტანის ნახევარკუნძულებზე, [[ჩინეთი|ჩინეთსა]] და ჩრდილოეთ [[ირანი|ირანში]], [[ამიერკავკასია]]სა ([[მტკვარი|მტკვრის]] ქვედა დინებაში), [[ვოლგა|ვოლგის]] დელტაში.
 
ინდოეთსა და ჩინეთში ლოტოსი ძველთაგანვე საღვთო მცენარედ არის მიჩნეული. [[ყვითელი ლოტოსი]] ({{lang-la|Nelumbo lutea}}) იზრდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკის ატლანტიკურ სანაპიროებსა და [[ჰავაი]]ს კუნძულებზე. ლოტოსის ყველა ნაწილში [[ასკორბინის მჟავა|C ვიტამინი]] და კაუჩუკია, ყუნწებსა და და ღივებში — შხამიანი ნივთიერება ნელუმბინი. [[თესლი (მცენარე)|თესლსა]] და [[ფესურა|ფესურებს]] საჭმელად და საქონლის საკვებად იყენებენ. ე. წ. ეგვიპტური ლოტოსი [[დუმფარა]]ს გვარს განეკუთვნება.
 
== ლიტერატურა ==
*{{ქსე, ტ. |6, გვ. |298, თბ. 1983}}
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.kpr.sk/botanix/ka/index.php?text=16 ინდური ლოტოსი (Nelumbo nucifera)]
 
[[კატეგორია:ლოტოსისებრნი]]
 
[[es:Nelumbonaceae]]
[[id:Nelumbonaceae]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლოტოსი“-დან