იავური მარტორქა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.241.95.129-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 28:
|ვიკისახეობები= Rhinoceros sondaicus
}}
'''იავური მარტორქა''' ({{lang-la|Rhinoceros sondaicus}}) — ერთ-ერთი უიშვიათესი [[მარტორქისებრნი|მარტორქისებრთა]] ოჯახის ხუთი, დღემდე შემორჩენილი სახეობიდან. მიეკუთვნება იმავე გვარს, რასაც [[ინდური მარტორქა]]. მისი საშუალო სიგრძეა 3,1-3,2 მეტრი, ხოლო სიმაღლე 1,4-1,7 მეტრი. რქების სიგრძე დაახლოებით 25 სმ-ია. რქები აქვთ მხოლოდ ზრდასრულ მამალ ინდივიდებს, დედლებს რქები საერთოდ არ აქვთ. დიდი ზომის ძუძუმწოვრებში ყველაზე იშვიათია.<ref name="Dinerstein">{{cite book|title=The Return of the Unicorns; The Natural History and Conservation of the Greater One-Horned Rhinoceros|last=Dinerstein|first=Eric|publisher=[[Columbia University Press]]|location=[[New York City|New York]]|year=2003|isbn=0-231-08450-1}}</ref>
 
ერთ დროს ეს მარტორქა გავრცელებული იყო მთელ [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია|სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში]], [[სუმატრა|სუმატრაზე]] და [[იავა|იავაზე]]. ახლა კი ცნობილია მხოლოდ ერთი პოპულაცია [[უჯუნგ-კულონის ეროვნული პარკი|უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში]], რომლის შემადგენელ ინდივიდთა საერთო რაოდენობა 60-მდეა. მეორე პოპულაცია ვიეტნამში განადგურდა [[2011]] წელს. მისი გადაშენების კრიტიკულ საფრთხემდე მიყვანა გამოიწვია ბრაკონიერთა უზომო ნადირობამ, ძირითადად მისი რქის გამო (1 კგ-ის ფასი შავ ბაზარზე $30 000-ია).<ref name="Dinerstein">{{cite book | title = The Return of the Unicorns; The Natural History and Conservation of the Greater One-Horned Rhinoceros | last = Dinerstein | first = Eric | publisher = [[Columbia University Press]] | location = [[New York City|New York]] | year = 2003 | isbn = 0-231-08450-1}}</ref> მას შემდეგ, რაც ევროპელთა რაოდენობა გაიზარდა იავური მარტორქის გავრცელების რაიონებში, გაიზარდა მასზე სანადავლო ნადირობა. ჰაბიტატის დაკარგვამ, განსაკუთრებით კი [[ვიეტნამის ომი|ვიეტნამის ომის]] დროს, ხელი შეუწყო როგორც რაოდენობრივ შემცირებას, ისე ხელახლა აღდგენის შენელებას.<ref name="Santiapillai">{{cite journal | last = Santiapillai | first = C. | year = 1992 | title = Javan rhinoceros in Vietnam | journal = Pachyderm | volume = 15 | pages = 25–27}}</ref> შემორჩენილი ინდივიდები მაინც საფრთხის ქვეშ იმყოფებიან მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული დაცვის ქვეშ იმყოფებიან, რადგან არსებობს ბრაკონიერობის, დაავადებების და სხვ. რისკები.
 
იავური მარტორქა ველურ ბუნებაში დაახლოებით 30-45 წელს ცოცხლობს. იგი ბინადრობს ბარის წვიმიან ტყეებში. იავური მარტორქები მარტოხელა ცხოვრებას ეწევიან, გარდა შეჯვარების სეზონისა და ახალშობილის აღზრდის დროს. ადამიანს თავს მხოლოდ მაშინ ესხმიან, როდესაც საფრთხეს გრძნობენ. [[2011]] წელს ფოტოხაფანგით დააფიქსირეს დედალი, მამალი და ახალშობილი მარტორქა, რაც იმას მოწმობს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ სახეობის გადარჩენა. მოგვიანებით ფოტოზე აღბეჭდეს კიდევ 35 ინდივიდი.