საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
1991 წლის თებერვალში ხელისუფლებამ დაიწყო უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბებული უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება, რასაც ზოგ შემთხვევაში თან ახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. ოპერაციების დაწყების წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებდა იარაღს და დატოვებდა უკანონოდ შეიარაღებული ფორმირების რიგებს, მის მიმართ არ იქნებოდა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. 16 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში ცეცხლი დაუშინეს [[პრეფექტურა|პრეფექტურის]] შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მილიციამ ამ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა „მხედრიონის“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი. 20 თებერვალს „მხედრიონის“ კახეთის სადროშოს წევრებმა გელა გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ საქართველოს შს სამინისტროს და საგარეჯოს შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, რაზეც მათ სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ როგორც მილიციის, ასევე „მხედრიონის“ წევრები. მილიცილეთა მხრიდან დაიჭრნენ საგარეჯოს სახელმწიფო ავტოინსპექტორი, მილიციის კაპიტანი შ. ბორაშვილი და შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ნ. ჯავახიშვილი. სხვაგან იარაღის ჩამორთმევის ოპერაციები შეიარაღებული შეტაკებების გარეშე განხორციელდა. მილიციამ „მხედრიონის“ წევრებს ჩამოართვა ავტომატები, კარაბინები, სხვადასხვა სისტემის რევოლვერები, პისტოლეტები, გადაჭრილი თოფები და სხვა იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, ასევე „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებული რამდენიმე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა და [[ჯავშანტრანსპორტიორი|ჯავშანტრანსპორტიორები]]. ოპერაციების მსვლელობის დროს დააკავეს [[ჯაბა იოსელიანი]] და „მხედრიონის“ სხვა ლიდერები.
 
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)|რეფერენდუმი]] საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“, რომლის მონაწილეების 97 % დათანხმდა [[საქართველო]]ს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი]]. 26 მაისს საყოველთაო-სახალხო [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (1991)|საპრეზიდენტო არჩევნებზე]] ხმების აბსოლიტურიაბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ.
 
ახლადარჩეულ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა ეროვნული კონგრესი. კონგრესმა მოახერხა თავის მხარეს გადმოებირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით.