ნერვული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.178.242.246-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 176.74.81.234-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 34:
==ვეგეტატიური ნერვული სისტემა==
 
ვეგეტატიური ნერვული სისტემა წარმოდგენილია [[სიმპატიკური]] და [[პარასიმპატიკური]] ნაწილებით. მათ ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება ახასითებთ, თუმცა მათი ანტაგონიზმი აბსოლიტურიაბსოლუტური არ არის. ეს [[ნერვი|ნერვები]] შემსრულებელ ორგანოზე გავლენას ახდენენ ქიმიური ნივთიერებებით, რომელთაც ამ ნერვების ბოჭკოები გამოიმუშავებენ. ამ ნივთიერებებს ნეიროტრანსმიტერები ანუ ნერვული მედიატორები ეწოდება.
სიმპატიკური ნერვული სისტემის მედიატორია ნორადრენალინი, რომლის გავლენითაც გულის რიტმული მუშაობა ძლიერდება, აღგზნებადობა მატულობს, იმპულსის გატარების სიჩქარე მატულობს. გარდა ამისა სიმპატიკური ნერვების გავლენით [[ბრონქები|ბრონქების]] სანათური ფართოვდება, რის გამოც წარმატებით გამოიყენება [[ადრენალინი|ადრენალინის]] ინჰალაცია სხვადასხვა გენეზის ბრონქოსპაზმების დროს. ადრენელინი ისეთივე გავლენას ახდენს ორგანოებზე როგორსაც [[ნორადრენალინი]]. სიმპატიკური ნერვების ტონუსის მომატებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული და სეკრეციული ფუნქციები ითრგუნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფართოებს კორონარული სისხლძარღვების სანათურს, რის გამოც აძლიერებს [[მიოკარდიუმი|მიოკარდიუმის]] ჟანგბადით მომარაგებას.
პარასიმპატიკური ნერვების მედიატორია აცეტილქოლინი. მისი გავლენით გულის რიტმული მუშაობა, აღგზნებადობა და იმპულსის გატარების სიჩქარე ქვეითდება, მეორეს მხრივ აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ და სეკრეციულ აქტივობას, ავიწროებს ბრონქების სანათურსა და კორონარულ სისხლძარღვებს.