საქართველოს მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მეორე კონსტიტუციის პერიოდი: ჩასწორება, ვიკიფიცირება
ხაზი 24:
 
===მეორე კონსტიტუციის პერიოდი===
1995 წელს მიღებულ დამოუკიდებელი საქართველოს რიგით მეორე [[საქართველოს კონსტიტუცია|კონსტიტუციაში]] ''მთავრობა'', როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განცალკევებული და დამოუკიდებელი ორგანო, არ იყო გათვალისწინებული. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა [[საქართველოს პრეზიდენტი]] ''მთავრობის'' წევრების – მინისტრების მეშვეობით.<ref>[[#matsne95|საქართველოს კონსტიტუცია]]: მუხლები 77, 78, 79, 80 და 81. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-26}}''</ref> 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით შეიქმნა ''მთავრობა'' გამოეყო პრეზიდენტის ინსტიტუტს და გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდის კონსტიტუციური მოდელით, ''მთავრობა'' პასუხისმგებელი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
 
პირველი პრემიერ-მინისტრი იყო [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] ლიდერი [[ზურაბ ჟვანია]], რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი იყო [[2004]]-[[2005]] წლებში. 2005 წელს ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ [[საქართველოს ფინანსთა სამინისტრო|ფინანსთა მინისტრი]] [[ზურაბ ნოღაიდელი]] გახდა ახალი მთავრობის მეთაური. „ნოღაიდელის მთავრობა“ მოქმედებდა 2005-[[2007]] წლებში. ''მთავრობის'' შემადგენლობის მორიგი ცვლილება განხორციელდა [[საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (ნოემბერი 2007)|2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის]] შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა [[ვლადიმერ გურგენიძე]], რომელიც მანადმე საბანკო სექტორში მოღვაწეობდა. [[2008]] წლის [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|აგვისტოს ომის]] შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში კვლავ განხორციელდა ''მთავრობის'' ცვლილება - გურგენიძის ნაცვლად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა [[გრიგოლ მგალობლიშვილი]], რომელიც მალევე, [[2009]] წლის გაზაფხულზე შეცვალა [[ნიკოლოზ გილაური|ნიკა გილაურმა]]. ''მთავრობის'' კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა [[2012]] წლის [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|საპარლამენტო არჩევნების]] წინ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა [[ივანე მერაბიშვილი]], რომელიც მანამდე [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა]] მინისტრი იყო.
 
[[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|საპარლამენტო არჩევნების]] შემდეგ, [[25 ოქტომბერსოქტომბერი|25 ოქტომბერს]] პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მთლიანად კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ იქნა დაკომპლექტებული<ref>[http://ghn.ge/news-76760.html პარლამენტმა მთავრობის ახალ პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა]</ref>.
 
==უფლებამოსლება და სტრუქტურა==