მერი სომერვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 4:
 
==ბიოგრაფია==
მერი ფერფექსი (ქალიშვილობის გვარი) დაიბადა [[1780]] წლის 26 დეკემბერს, [[შოტლანდია|შოტლანდიის]] პატარა ქალაქ [[ედინბურგი|ედინბურგში]]. მამამისი უილიამ ფერფექსი იყო შოტლანდიის ვიცე-ადმირალი, ხოლო დედა შოტლანდიური გვარის, ჩარტენსების შთამომავალი. ცხოვრების ადრეული წლები სომერვილს გატარებული აქვს დედასთან ერთად, ედინბურგის მახლობლად მდებარე ჩარტენსების საგვარეულო ციხე-კოშკში. [[1800]] წელს მერი მიათხოვეს რუსული ფლოტის ოფიცერს, [[ინგლისი|ინგლისში]] [[რუსეთი]]ს გენერალურ კონსულ სამუელ გრეიგს. მერის გაუთხოვების მიუხედავად კვლავ ქონდაჰქონდა მათემატიკის შესწავლის სურვილი, თუმცა მისი ქმარი ამ საკითხს სკეპტიკურად უდგებოდა. [[1810]] წელს სამუელ გრეიგი გარდაიცვალა, რამაც სომერვილს დამოუკიდებლობის გრძნობა მოჰგვარა. მოგვიანებით იგი შეუდგა [[ისააკ ნიუტონი|ნიუტონის]] „საწყისებისა“ და [[ასტრონომია|ასტრონომიის]] შესწავლას. [[1812]] წელს მერი კვლავ გათხოვდა სამხედრო ექიმ უილიამ სომერვილზე რომელიც ცოლს სამეცნიერო მეცადინეობასა და მუშაობაში ეხმარებოდა. ამავე პერიოდში დაიწყო მერიმ [[ბერძნული ენა|ბერძნული ენის]] შესწავლაც. [[1816]] წელს სომერვილების ოჯახი საცხოვრებლად [[ლონდონი|ლონდონში]] გადადის. ამ ქალაქში ისინი მალე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
 
[[1826]] წელს „ლონდონის სამეფო საზოგადოების შრომებში“ სიმერვილის პირველი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა. ამ შრომაში იგი აღწერდა მის მიერ აღმოჩენილ მზის სხივების დამამაგნიტებელ მოქმედებას. ეს ნაშრომი თავდაპირველად მიიღეს, თუმცა შემდეგში დამტკიცდა, რომ ეს მოვლენა რეალობას დიდად არშეესაბამებოდა. [[1836]] წელს „პარიზის მეცნიერებათა აკადემიის მოხსენებაში“ გამოქვეყნდა სომერვილის მეორე ექსპერიმენტალური ნაშრომი სახელად „მზის სპექტრის ქიმიური სხივების გავლის ცდები სხვადასხვა გარემოში“. სომერვილის მესამე ნაშრომი —„სპექტრის სხივების მოქმედება მცენარეთა წვენებზე“— დაიბეჭდა [[1845]] წელს. მართალია არც მისი ეს ნაშრომები იქნა აღიარებული ფიზიკის მნიშვნელოვან მოვლენებად, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ექსპერიმენტები დაყენებული იყო რაციონალურად და სრულიად მიზანდასახულად. მართალია მან ვერ შექმნა მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომები, თუმცა სომერვილი დაჯილდოვებული იყო სამეცნიერო მწერლის ტალანტით და სწორედ მისი წყალობითაც დაიკავა მან მეცნიერების ისტორიაში ღირსეული ადგილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_სომერვილი“-დან