გორაბერეჟოულის ბაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ისტორია==
ბაღის გაშენება წამოიწყო მიხეილ ერისთავმა XIX საუკუნის შუაში. პარკში წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები, მათ შორისაა: [[ფანქრის ხე]], [[კანფეტის ხე]], გიგანტური [[სეკვოია]], იაპონური მარწყვის ხე, [[გინკოგინკგო]] და სხვა განსაკუთრებული მცენარეები. ასევე, პარკში ვხვდებით, 150 გამორჩეულ და უნიკალურ ჯიშის მცენარეს, ჩამოტანილს მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან.
 
ამ პარკის ახლოს, ადრე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელიც ფუნქციონირებდა. არსებული სასოფლო-სამეურნეო პროფილის ტექნიკური სასწავლებელი, ყოველწლიურად ამზადებდა 120-150 კვალიფიციურ სპეციალისტს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სპეციალობით. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი [[1924]] წელს დაარსდა, [[1980]] წელს კი ტექნიკუმი გაუქმდა და პროფტექნიკუმად გადაკეთდა, ფუნქციონირებდა [[2010]] წლამდე.
ხაზი 9:
გორაბერეჟოულის ბაღს [[2006]] წლის 7 ნოემბერს, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
[[File:Old Office Builging in Goraberezhouli.jpg|thumb|ძველი ადმინისტრაციული შენობა]]
 
==შენობები==
ბაღის ტერიტორიაზე დგას სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმისა და კლუბის შენობები. ბაღში ასევე დგას [[ჭიჭიკო ბენდელიანი]]ს ბიუსტი.