ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქუჩა |სახელწოდება= ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა |სუ...
 
No edit summary
ხაზი 21:
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია ძველი ქალაქის ისტორიული ნაწილის კომპლექსური გარდაქმნის თვალსაჩინო ნიმუშია (1978, არქიტექტორი [[შოთა ყავლაშვილი]]). ქუჩის მარცხენა მხარე განაშენიანებული იყო თანამედროვე მრავალსართულიანი შენობებით, ხოლო მარჯვენა მხარე — უღიმღამო, მეტწილად ერთსართულიანი ნაგებობებით, რომელთა რეკონსტრუქციის საფუძველზეც შეიქმნა ამ უბნის ახლანდელი იერ-სახე. 70-იან წლებში პროფ. [[თენგიზ კვირკველია]]მ ჩაატარა მეცნიერული აზომვითი სამუშაო. ზუსტად განსაზღვრა ციხესიმაგრის კედლის, კოშკების, ბურჯების, ციხის კარებისა და სხვათა ადგილმდებარეობა. გადაწყდა ქუჩის გაფართოება ძვ. გალავნის ხაზამდე. ციხის კედლები გაათავისუფლეს მრავალფენოვანი დანაშრეფვებისაგან და ნაწილობრივ აღადგინეს, ხოლო გალავანზე მიბჯენილ თუ შეკიდებულ XIX საუკუნის კოლორიტულ-აივნებიან საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა სარეტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განაშენიანების მასშტაბისა და საერთო ხასიათის გათვალისწინებით.
 
თანამედროვე ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა იქცა განიც სატრანსპორტო მაგისტრალად, რომელიც აკავშირებსს გრძივად გაშენებული ქალაქის მარცხენა და მარჯვენა მხარეებს. სამუშაოების მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა ქალაქის ერთ-ერთი კარის — დიღმის კარისა და სათოფურებით აღჭურვილი ძვ. ციხის კედლის ფრაგმენტები. თბილისური სახლების რეკონსტრუქციისას შენარჩუნებულია ძველი იერი და ტრადიციული აივნები. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მარჯვენა მხარესაა: ფეშენებული რესტორანი „მუხრანთუბანი“ (1981, არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი) ; მარიონეტების თეატრი (ახლანდელი თეატრ-სტუდია [[რევაზ გაბრიაძე|რევაზ გაბრიაძის]] ხელმძღვანელობით) ; სტილიზებული ჩარდახ-მოსაცდელი „კონკა“ ; [[ბავშვთა სურათების გალერეა|ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა]], რომლის გვერდით ფასადზე, [[იოანე შავთელის ქუჩა|იოანე შავთელის ქუჩის]] მხარეა, ჩასმულია დიდი ბარელიეფი ქალაქურ თემაზე; [[ფიროსმანი]]ს ნახატის მიხედვით გამოძერწილი „მეეზოვე“ (მოქანდაკე [[ელგუჯა ამაშუკელი]]) ;სკულპტურული კომპოზოცია „[[ბერიკაობა]]“ (მოქანდაკე ა. მონასელიძე, არქიტექტორი გ. ჯაფარიძე), ქუჩაზე დგას [[იოანე პეტრიწი]]სა (მოქანდაკე დ. მიქატაძე, არქიტექტორი რ. ბერიძე) და შოთა ყავლაშვილის (მოქანდაკე თ. კიკალიშვილი, არქიტექტორი ი. ყავლაშვილი) ძეგლები.
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მარცხენა მხარეზეა 6-სართულიანი (84-ბინიანი) საცხოვრებელი სახლი (№8-10), რომელშიც ჩანს კლასიკური ფორმებისა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივების შერწყმის მცდელობა (XX საუკუნის 40-იანი წლები, არქიტექტორები ს. დემჩინელი, ა. ქურდიანი, გ. ჯანდიერი).
 
== ლიტერატურა ==