ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქუჩა |სახელწოდება= ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა |სუ...
(განსხვავება არ არის)

15:48, 25 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (გარეთუბანი, ზემო უბანი). ალექსანდრე პუშკინის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდამდე. ადრე „ციხის ბულვარი“ ერქვა, 1843 წლიდან — მუხრანის ქუჩა, 1945 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი უწოდეს. ადრე აქ ავანაანთხევი ჩამოედინებოდა. ხევს ტეხილი ხაზით მიჰყვებოდა ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული ქალაქის გალავნის ჩრდილოეთი კედელი. XVIII საუკუნის შუა წლებში ხევი გადახურეს, მიწით ამოავსეს, გალავანი კი ააფეთქეს. ასე გაჩნდა თბილისის ერთ-ერთ ძველ, მუხრანბატონების უბანში ქუჩა, რომელსაც მუხრანის ქუჩა დაარქვეს. იგი ეშვებოდა მტკვრის ნაპირისკენ, სადაც მოწყობილი იყო ბორანი (შემდგომში აქ აშენდა მუხრანის ხიდი). დროთა ვითარებაში ვიწრო მუხრანის ქუჩა და ხიდი ვეღარ ერეოდა მზარდ სატრანსპორტო მოთხოვნებს და წარმოიქმნა მაგისტრალის ძირფესვიანი რეკონსტრუქციის საჭიროება.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები „ციხის ბულვარი“ , მუხრანის ქუჩა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია ძველი ქალაქის ისტორიული ნაწილის კომპლექსური გარდაქმნის თვალსაჩინო ნიმუშია (1978, არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი). ქუჩის მარცხენა მხარე განაშენიანებული იყო თანამედროვე მრავალსართულიანი შენობებით, ხოლო მარჯვენა მხარე — უღიმღამო, მეტწილად ერთსართულიანი ნაგებობებით, რომელთა რეკონსტრუქციის საფუძველზეც შეიქმნა ამ უბნის ახლანდელი იერ-სახე. 70-იან წლებში პროფ. თენგიზ კვირკველიამ ჩაატარა მეცნიერული აზომვითი სამუშაო. ზუსტად განსაზღვრა ციხესიმაგრის კედლის, კოშკების, ბურჯების, ციხის კარებისა და სხვათა ადგილმდებარეობა. გადაწყდა ქუჩის გაფართოება ძვ. გალავნის ხაზამდე. ციხის კედლები გაათავისუფლეს მრავალფენოვანი დანაშრეფვებისაგან და ნაწილობრივ აღადგინეს, ხოლო გალავანზე მიბჯენილ თუ შეკიდებულ XIX საუკუნის კოლორიტულ-აივნებიან საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა სარეტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განაშენიანების მასშტაბისა და საერთო ხასიათის გათვალისწინებით.

ლიტერატურა