თელავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.114.112-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Beqabai-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება SWViewer [1.3]
No edit summary
ხაზი 53:
ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.
 
პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის [[პტოლემე]]ს (II ს.) „გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი [[კახეთ-ჰერეთის სამთავროსამეფო]]ს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის [[სადუნ მანკაბერდელი]]ს საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[არჩილ II]]-მ თავისი რეზიდენცია [[გრემი (ძეგლი)|გრემიდან]] თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, [[საიათნოვა]] და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. [[1758]] წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, [[გაიოზ რექტორი]], [[დავით რექტორი]] და სხვა.
 
[[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს [[რუსეთის იმპერია]]სთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის [[თელავის მაზრა|თელავის მაზრის]] ცენტრი გახდა. 1834 წელს [[დიუბუა დე მონპერე]]ს ცნობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 3272 ადამიანს. 1863 წელს მისი მოახლეობა შეადგენდა 7003 ადამიანს.<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003825036#?page=305 Кавказский календарь на 1865 год გვ. 305]</ref> 1892 წელს თელავმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო.<ref>[http://www1.naec.ge/images/doc/SXVA/local-governance.pdf „ადგილობრივი თვითმმართველობა“ გვ. 11 — თბილისი, 2016]</ref> 1918 წლის მაისში თელავში აშენდა თეატრი.<ref>გაზეთი „საქართველო“, № 103. 29 მაისი</ref>ამავე წლის 7 მაისს გაიხსნა ქალაქის პირველი საავადმყოფო.<ref>გაზეთი „საქართველო“ № 96 21 მაისი 1918</ref> ამ პერიოდში თელავში მოქმედებდა რამდენიმე სკოლა: ქალთა გიმნაზია, ვაჟთა გიმნაზია, სასულიერო სასწავლებელი და სხვ. ქალაქის თავი იყო კოტე ანდრონიკაშვილი.<ref>გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ № 104 — 29 ნოემბერი 2018</ref> 1930 წლიდან თელავის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ერთ-ერთი იყო [[თელავის რაიონი]], რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქალაქი თელავი. 2014-2017 წლებში თელავი თვითმმართველი ქალაქი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თელავი“-დან