ლონდონი: განსხვავება გადახედვებს შორის

fixing doi from hijacked website, see here
(fixing doi from hijacked website, see here)
1898 წლიდან, ზოგადად, ითვლებოდა, რომ ლონდონი კელტური წარმოშობის სახელი იყო და აღნიშნავდა ადგილს, რომელიც ვინმე ლონდინოსს ეკუთვნოდა. საბოლოოდ, ეს განმარტებაც უარყვეს.<ref name=":0" />
 
1998 წელს რიჩარდ კოუტსმა წამოაყენა მოსაზრება, რომ სახელი მომდინარეობს წინარეკელტური ძველევროპული სიტყვიდან „პლოვონიდა“, რაც ნიშნავს „ისეთ ფართო მდინარეს, ფონს რომ ვერ უპოვი მეორე ნაპირზე გადასასვლელად“. მისი ვარაუდით, ეს სახელი ეწოდებოდა მდინარე ტემზას ვესტმინსტერის ქვემოთ. მოგვიანებით, დასახლებას ამ სიტყვის კელტური ფორმა „ლოვონიდონიონი“ (Lowonidonjon)<ref>Coates, Richard (1998). [http://wwwdoi.blackwell-synergy.com/doi/pdforg/10.1111/1467-968X.00027 "A new explanation of the name of London"]. ''Transactions of the Philological Society''. '''96''' (2): 203–229. [[Digital object identifier|doi]]:[[doi:10.1111/1467-968X.00027|10.1111/1467-968X.00027]]</ref> ეწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელი ენათმეცნიერები კოუტსის თეორიაში სერიოზული შესწორების აუცილებლობას ხედავენ.
 
1889 წლამდე ლონდონი მხოლოდ ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეწოდებოდა, რომელიც დღევანდელი დედაქალაქის მხოლოდ ერთ უბანშია მოქცეული. XX საუკუნიდან მოყოლებული, ეს სახელი ლონდონის საგრაფოსაც აღნიშნავდა, ახლა კი დიდ ლონდონს გულისხმობს<ref>Mills, David. A Dictionary of London Place-Names (Oxford Quick Reference), 2011, p. 140 https://www.amazon.co.uk/Dictionary-London-Place-Names-Oxford-Reference/dp/019956678X</ref>.
66

რედაქტირება