ავლაბარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Avlabar district of Old Tbilisi.jpg|thumb|300px|ხედი ავლაბარზე [[ნარიყალა]]დან.]]
[[ფაილი:Ermakov. Avlabari. Gvinis Agmarti (Wine Street). 1900.jpg|მინი|300px|ღვინის აღმართი (1900). [[დიმიტრი ერმაკოვი]]ს ფოტო]]
'''ავლაბარი''' — [[თბილისი]]ს ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს [[მტკვარი|მდ. მტკვრის]] მარცხენა მხარეს — [[რიყე (თბილისი)|რიყეს]], [[ჩუღურეთი|ჩუღურეთს]], [[ელია]]სა და [[ნავთლუღი|ნავთლუღს]] შორის. ამჟამად [[ძველი თბილისისისნის რაიონი|ძველი თბილისისისნის რაიონში]]. ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში [[ისანი|„ისანი“]] ეწოდება. სიტყვა „ავლაბარი“ XIV საუკუნეში ჩანს დამკვიდრებული, თუმცა „ავლაბრის“ პარალელურად „ისანი“ შემდეგაც იხმარებოდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო [[სოღდებილი]] და [[მეტეხი (უბანი)|მეტეხი]].
 
არქეოლოგიური მასალის მიხედვით ავლაბრის ტერიტორია ძვ. წ. ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XVIII საუკუნეში ავლაბარს ორი გალავანი ჰქონდა: ერთი — ავლაბრის გალავანი, რომელიც მთელ ავლაბარს ერტყა გარს, და მეორე — თბილისის ანუ ქალაქის გალავანი — ისან-ავლაბრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავნის გაგრძელება იყო და ფეოდალური ხანის ქალაქის რთულ თავდაცვით სისტემაში შედიოდა. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი. ე. წ. ავლაბრის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. ავლაბარში მრავალი სავაჭრო-სახელოსნო, ქართული და გვიანდელი სომხური ეკლესია იყო. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ავლაბარში შემორჩენილია [[მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი]], [[დარეჯან დედოფლის სასახლე]] — „საჩინო“, [[ფორაქიშვილების დარბაზი]], რამდენიმე ეკლესია და სხვა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავლაბარი თბილისის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მდებარეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავლაბარი“-დან