ტერტერის რაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ტერტერის რაიონი''' ({{lang-az|Tərtər rayonu}}) — [[აზერბაიჯანის ადმინისტრაციული დაყოფა|აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი]]. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ტერტერი.
 
==გეოგრაფია==
რეგიონში კლიმატი ზომიერად ცხელი, [[ნახევრად უდაბნოს ზონები|ნახევრად უდაბნო]] და მშრალი [[უდაბნო|უდაბნოს]] ტიპისაა, (ზომიერი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით). იანვრის საშუალო ტემპერატურაა 2 °C-დან 7 °C-მდე მერყეობს, ხოლო ივლისში 22-27 ° C-ს შორის. წლიური ნალექი 300-500 მმ-ს შეადგენს. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ტერტერი. ტერიტორია ძირითადათ მოიცავს წაბლისფერ და ნაცრისფერ ნიადაგებს. გავრცელებულია მარილიანი ნახევრად უდაბნოები, ტყეები და სუბალპური მდელოები. ტარტარის მხარე მდებარეობს მდინარე ტარტარის ქვედა ნაწილში და ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ინსი. რეგიონი მდებარეობს [[მტკვარ-არაქსის დაბლობი|მტკვარ-არაქსის დაბლობის]] დასავლეთ ნაწილში, [[ყარაბაღი|ყარაბაღის]] დაბლობზე. აქ მოიპოვება ნავთობი და სამშენებლო მასალები. რეგიონში 58 დასახლებული პუნქტია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ტერტერი, მდებარეობს უძველესი ქარავნის გზაზე მდინარე ტერტერის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე.
 
ტარტარის მხარე მდებარეობს მცირე კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მთიან ყარაბაღის დაბლობზე, სადაც ზაფხულში კლიმატი ცხელი და მშრალია, ზაფხულში ტემპერატურა 41 °C- ს აღწევს. რეგიონის წლიური ტემპერატურა 11.5 °C-ია, ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც ოდესმე დაფიქსირდა ტერტერში, შეადგენდა 43 გრადუს ცელსიუსს.
 
==ისტორია==
ტერტერი არის ადმინისტრაციული ერთეული [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანის]] რესპუბლიკაში. 1920 წლის აპრილში შეიქმნა ჯავანშირი. ტერტერის რეგიონიც დაარსდა ამავე წელს, თუმცა იმყოფებოდა ჯავანშირის დაქვემდებარებაში 1920-1922 წლებში. 1922 წელს ამ რეგიონს დაერქვა ჯავანშირის მხარე. 1929 წლის 8 აპრილიდან 1930 წლის 8 აგვისტომდე, იმყოფებოდა [[ყარაბაღი|ყარაბაღის]] ოლქის დაქვემდებარებაში. 1930 წლის 8 აგვისტოს დაარსდა ტერტერის მხარე. 1931 წლის 24 თებერვალს ტერტერის რაიონი გაუქმდა და ბარდას რეგიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში გადავიდა. 1934 წლის 27 იანვარს რაიონი ხელახლა დაარსდა. 1949 წლის 5 აგვისტოს ტერიტორიას დაარქვეს მირბაშირის ოლქი. 1963 წლის 4 იანვარს მირბაშირის ოლქი გაუქმდა და გადაეცა ბარდადის ადმინისტრაციას .1965 წლის 6 იანვარს მირბაშირის რაიონში რეორგანიზაცია განხორციელდა. 1991 წლის 7 თებერვალს მირბაშირს დაარქვეს ტერტერის მხარე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1992 წლის 13 ოქტომბრის 32327 გადაწყვეტილებით, გაუქმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აღდარას რაიონი და იმავე რაიონის სოფელი აღდარარა და სხვა 28 სოფელი მიაკუთვნეს ტარტარის რაიონის ადმინისტრაციულ სტრუქტურას. რეგიონშ ამჟამად არის 2 ქალაქი, 1 ურბანული დასახლება და 74 სოფელი. ყოფილი აღდერის რაიონიდან ტერტერში გადატანილი 13 სოფელი იმყოფება სომხური ოკუპაციის ქვეშ. <ref>Azərbaycan Respublikasının Qaçqınların və Məcburi Köçkünlərin İşləri üzrə Dövlət Komitəsi: [http://www.refugees-idps-committee.gov.az/az/pages/2.html Ermənistan-Azərbaycan, Dağlıq Qarabağ münaqişəsinin tarixi kökləri]</ref>
 
==ლიტერატურა==
*Azərbaycan Respublikasının inzibati–ərazi vahidləri. — Kənd rayonları, səhifə 873. // Azərbaycan Milli Ensiklopediyası. 25 cilddə. Məsul katib akademik T. M. Nağıyev. [http://web.archive.org/save/http://www.ebooks.az/download/hJTyWQZD.pdf "Azərbaycan" cildi]. Bakı: "Azərbaycan Milli Ensiklopediyası" Elmi Mərkəzi, 2007, 884 səhifə. ISBN 9789952441017
 
==რესურსები ინტერნეტში==