ბალადა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
gadidebuli asoebi visac mxedvelobis problema akvs
ხაზი 1:
== '''[[ბალადა]]''' ({{lang-fr|ballade}}, [[პროვანსული ენა|პროვანსული]] balada < გვიანდელი {{lang-lat|ballo}} — ვცეკვავ) — [[პოეზია|პოეზიისა]] და [[მუსიკა|მუსიკის]] ჟანრი. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში სრულყოფილი სახით ბალადა XIX საუკუნემდე თითქმის არ გვხვდება. ქართული ხალხური ბალადა კი გაცილებით ადრე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ამას ააშკარავებს სვანური, რაჭული, ხევსურული და საქართველოს ბარის ზოგიერთ კუთხეში შემონახული ბალადების ნიმუშთა რიტმული სტრუქტურა და გამომსახველობითი ხერხები. ბალადის ცნება ყველას ერთნაირად არ ესმის: ქართულ ფოლკლორისტიკაში ბოლო წლებში დამკვიდრებული შეხედულებით, ბალადა ლირიკულ-ეპიკური ფორმის სიუჟეტიანი ლექსია, რომელშიც გმირის ცხოვრების რაიმე არაჩვეულებრივი ეპიზოდია გადმოცემული. ბალადა შეიძლება შეიცავდეს [[დიალოგი|დიალოგს]] („ია მთაზედა“), [[მონოლოგი|მონოლოგს]] („შემომეყარა ყივჩაღი“) ან ეპიკურ თხრობას („თავფარავნელი ჭაბუკი“). მისი სიუჟეტი ყოველთვის დრამატულია. გვხვდება საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სატრფიალო და საყოფაცხოვრებო ბალადის ნიმუშები. მათგან ზოგი ძველი თქმულებებისა და გადმოცემებს ეფუძნება, ნაწილი კი ორიგინალური პოეტური გარდასახვის ნაყოფია. ლექსი უმთავრესად 16-მარცვლიანი [[შაირი]]თ არის გაწყობილი, გვხვდება ურითმო „[[ფისტიკაური]]ს“ რამდენიმე ნიმუშიც. ხალხური ბალადის მოტივებისაგრძნობია [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]], [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]], [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველას]] და სხვების პოეზიაში. ==
 
ქართულ ხალხურ სასიმღერო შემოქმედებაში ბალადის ჟანრი უძველესი დროიდან გვხვდება საწესჩვეულებო, საგმირო, სატრფიალო და სხვა ხასიათის მძაფრსიუჟეტიანი სიმღერების სახით („ხოგაის მინდია“, „[[თავფარავნელი ჭაბუკი]]“, „ბეთქილი“, „დალი კლდეში მშობიარობს“, „ავთანდილ გადინადირა“). ხალხური ვოკალური ბალადის იშვიათი ნიმუშია „სიმღერა ვეფხისა და მოყმისა“.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბალადა“-დან