ხაბელაშვილების ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Khabelashvilebi bridge.jpg|300px|მინი]]
'''ხაბელაშვილების ხიდი''' მდებარეობს — ხიდი [[შუახევის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ხაბელაშვილები|ხაბელაშვილებ]]ში. აუშენებია გვარად ბერიძეს, ხაბელაშვილების მკვიდრს [[XVIII საუკუნე]]ში.<ref name="მემკვიდრეობა">{{Cite web | url = http://www.tabula.ge/ge/story/76637-acharashi-sam-obieqts-kulturuli-memkvidreobis-dzeglis-statusi-mienicha | title = აჭარაში სამ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა |date = 3 ნოემბერი, 2013 |publisher = ''tabula.ge'' | accessdate = 7 ივლისი, 2019}}</ref> ხიდი სიგრძით 26 [[მეტრი|მეტრ]]ს აღწევს და დაახლოებით სამი საუკუნისაა. იგი ოსტატს სოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია, თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ხიდს წარსულში სატრანზიტო მნიშვნელობა ჰქონდა და შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანისწყლის ხეობის სოფლების — [[ბრილი (შუახევის მუნიციპალიტეტი)|ბრილის]], [[ზემო ხევი (შუახევის მუნიციპალიტეტი)|ზემო ხევისა]] და [[ბარათაული]]ს დამაკავშირებელი გზა იყო, რომელიც ასევე უკავშირდებოდა [[ხულოს მუნიციპალიტეტი|ხულოს მუნიციპალიტეტთან]] დამაკავშირებელ გზას.
 
ხიდი თავისი ავთენტურობით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებითა და გადახურვით უნიკალური და უიშვიათესია მთელ [[დასავლეთი საქართველო|დასავლეთ საქართველო]]ში. ხის კოჭებიანი ხიდი ქვის ბურჯებზეა დაყრდნობილი, მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: [[წაბლი]] — ხიდის მზიდ და საყრდენ მალებად, [[ურთხმელი]] — მალებად ბურჯებში, ჭერის ქვეშ (გადახურვისას) და [[მუხა]] — საყრდენ ბოძებად. იატაკი, მოაჯირი და გადახურვის კოჭები ხისაა. იგი სახურავით მთლიან სიგრძეზეა გადახურული, ხოლო ბოლოები სამკუთხა ფრონტონებით ბოლოვდება. გადახურვის დამჭერი ძელები რკალური ფორმისაა. გადახურვა ეყრდნობა ხიდის მიმყოლად განლაგებულ ბოძებს, რომლებიც გამაგრებულია დახრილად, განლაგებული ძელებით. ხიდის ბალავარო ქვითკირითაა ნაგები. ასევე აღსანიშნავია, ისიც, რომ ხიდი [[ბზა|ბზის]] მასალითაცაა აგებული. ადრე იგი ხის კოჭებიანი [[ყავარი|ყავრით]] იყო გადახურული, მაგრამ [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] ბოლოს [[თუნუქი]]თ გადახურეს, დაზიანებების გამო.