გოსტაშაბიშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გოსტაშაბიშვილები''', თავადთა საგვარეულო, [[ბარათაშვილები|ბარათაშვილთა]] ერთი შტო XVI-XIX სს. [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]].

გოსტაშაბიშვილების გვარის ფუძემდებლად ითვლება გოსტაშაბ ქავთარის ძე ბარათაშვილი, [[1523]] წელს ბარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გოსტაშაბიშვილების სათავადო მამულები - საგოსტაშაბიშვილო - ძირითადად [[ალგეთის ხეობა]]ში მდებარეობდა; ყმა-მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაშაბიშვილების სამფლობელოს ცენტრი იყო სოფ. ამლივი (ახლანდელი [[ამლევი]], [[თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი]]), სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული სასაფლაო-მონასტერი. გოსტაშაბიშვილებს სასახლე ჰქონდათ [[ბირთვისი]]ც, სასაფლაო-საძვალე კი [[ბეთანია]]ში. გოსტაშაბიშვილებს XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე 300-მდე ყმა-გლეხი და 10-მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წელს და 1721-1724 წლებში გოსტაშაბიშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამულები დაქუცმაცდა, ლეკიანობის შედეგად კი, XVIII საუკუნის ბოლოსათვის, გოსტაშაბიშვილების ყმა-მამული შემცირდა, რის გამოც ისინი XIX საუკუნეში წვრილ მფლობელებად იქცნენ. გოსტაშაბიშვილების ფეოდალური სახლის უფროსი - მეორე, ხოლო სახლიკაცები - მესამე ხარისხის თავადებად ითვლედბოდნენ.
 
==ლიტერატურა==
*{{ქსექე|32|235124|ჯამბურია გ.}}
* ''ლორთქიფანიძე ი.,'' ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 3-4, თბ., 1938;
{{ქსე|3|235|ჯამბურია გ.}}
* ''ჯამბურია გ.,'' ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
* ''ლორთქიფანიძე ი.,'' ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 3-4, თბ., 1938;
*{{ქსე|3|235|ჯამბურია გ.}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]