კიმბრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კიმბრები''' ({{lang-el|Κίμβροι}}, {{lang-la|Cimbri}}) — [[ძველი გერმანელები|გერმანული]] ტომი. [[ძვ. წ. II საუკუნე|ძვ. წ. II საუკუნის]] ბოლოს დაიკავეს [[იუტლანდიის ნახევარკუნძული|იუტლანდიის ნახევარკუნძულის]] [[ქარვა|ქარვით]] მდიდარი ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი. დაახლ. [[ძვ. წ. 120|120]] წელს [[ტევტონები|ტევტონებთან]], [[ტიგურინები|ტიგურინებთან]] და [[ამბრონები|ამბრონებთან]] ერთად, რომლებმაც საკუთარი ტერიტორიის ნაწილი წყალდიდობის გამო დაკარგეს, დაიძრნენ სამხრეთით. [[დუნაი|დუნაის]] ზემო წელზე დაიმორჩილეს [[კელტები|კელტური]] ტომები და [[ძვ. წ. 113|113]] წელს [[ნორიკი|ნორიკში]] [[ნორეის ბრძოლა|ნორეის ბრძოლაში]] დაამარცხეს [[რომის რესპუბლიკა|რომაელები]], შემდეგ გადავიდნენ [[გალია|გალიაში]], სადაც რომაელებს რამდენიმე მარცხი მიაყენეს (109, 107 და განსაკუთრებით 105 წელს არაუზიონთან, როდესაც განადგურდა ორი რომაული არმია და დაიღუპა 80 ათასი ჯარისკაცი). კიმბრების განუწყვეტელმა გამარჯვებებმა რომის მოსახლეობისათვის გამოიწვია ''terror cimbricus'' („კიმბრების საშინელება“). [[ძვ. წ. 104|104]] წელს კიმბრებთან და ტევტონებთან ბრძოლა კონსულ [[გაიუს მარიუსი|გაიუს მარიუსს]] მიანდეს. [[ძვ. წ. 102|102]] წელს კიმბრები რომისკენ დაიძრნენ და თითქმის მთელი ჩრდილოეთ იტალია დაიკავეს, მაგრამ მარიუსმა [[ვერცელის ბრძოლა|ვერცელის ბრძოლაში]] ([[ძვ. წ. 101]]) მოახერხა მათი გატეხვა და მათი არმია თითქმის მთლიანად გაანადგურა. კიმბრების დიდი ნაწილი მონებად გაყიდეს, ადგილი ჰქონდა ქალების მასიურ, შესაძლოა რიტუალურ, თვითმკვლელობას. გადარჩენილი კიმბრები ჩრდილოეთით წავიდნენ.
 
== ლიტერატურა ==
* {{დრე წიგნი | ავტორი = Кулаков В. И. | სათაური = КИМВРЫ | ტომი = 13 | გვ = 681 | id = 2063893}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიმბრები“-დან