დაკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: დაკები (Daci) — გეტებთან ახლომონათესავე ჩრდილოეთ თრაკიულ ტომთ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''დაკები''' ({{lang-la|Daci}}) — [[გეტები|გეტებთან]] ახლომონათესავე ჩრდილოეთ [[თრაკიელები|თრაკიულ]] ტომთა ჯგუფი. უძველესი ავტორების ([[სტრაბონი]], [[იულიუს კეისარი|კეისარი]], [[პლინიუს უფროსი]] და სხვ.) გადმოცემით მათ დაიკავეს მიწები [[დუნაი|დუნაის]] ჩრდილოეთით [[კარპატები|კარპატების]] განშტოებებამდე, ე. ი. ძირითადად [[ტრანსილვანია|ტრანსილვანიის]] (დღევანდელი [[რუმინეთი]]) ტერიტორია. ყველაზე მეტად დასახლდნენ და განავითარეს [[ოლტენია|ოლტენიისა]] და [[ბანატი|ბანატის]] რაიონები. [[ძვ. წ. I საუკუნე|ძვ. წ. I საუკუნეში]] დაკები და გეტები დაკი ბელადის [[ბერებისტა|ბერებისტას]] მეთაურობით გაერთიანდნენ და თავისი ძალაუფლება დუნაის დასავლეთი ნაპირის ტომებზე და ზოგიერთ აღმოსავლეთ პონტოურ (სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი) ქალაქზე გაავრცელეს. წავიდა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესი, გაიზარდა გამაგრებული ქალაქები, წარმოიქმნა დედაქალაქი არგედავა (დღევანდელი [[ვერედია]]) ბანატის ოლქში, მოიჭრა მონეტები. თუმცა მათი გაერთიანება არამყარი აღმოჩნდა და მალე დაიშალა. ძვ. წ. I — [[I საუკუნე|ახ. წ. I საუკუნეების]] განმავლობაში [[რომის იმპერია|რომაელებმა]] მთელი რიგი ლაშქრობები მოაწყვეს დაკების წინააღმდეგ; პირველად მათი დაპყრობა [[ავგუსტუსი|ავგუსტუსმა]] და [[ნერონი|ნერონმა]] სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. დაკების კავშირმა უდიდეს აყვავებას ახ. წ. I საუკუნის ბოლოს მიაღწიეს [[დეცებალუსი|დეცებალუსის]] მმართველობისას; ამ დროს მათ ახალი ძლიერი სახელმწიფო შექმნეს. კლასობრივი საზოგადოების წარმოქმნის პროცესი ამ დროს უკვე შორს იყო წასული (ზოგიერთი მეცნიერის აზრით, უკვე იყო ჩამოყალიბებული მონათმფლობელური სახელმწიფო). I საუკუნის 80-იან წლებში დაკების წინააღმდეგ ომი დაიწყო [[დომიციანე|დომიციანემ]], მაგრამ იგი ზედიზედ დაამარცხეს და იძულებული გახადეს დამამცირებელი ზავისათვის მოეწერა ხელი. რომაელებს ყოველწლიურად ფულისა და ხორბლის სახით ხარკი უნდა ეძლიათ დაკებისათვის და თან სამოქალაქო და სამხედრო სპეციალობის მქონე ოსტატებიც უნდა გაეგზავნათ რომიდან დაკიაში. იმპერატორ [[ტრაიანე|ტრაიანეს]] მიერ წარმოებულ 101—102[[101]]–[[102]] (ამ დროს დაიკავეს ბანატი და ოლტენია) და 105–106[[105]]–[[106]] წლების ომებში დაკები დაარცხდნენ, მათი მთავარი ქალაქი [[სარმიზეგეტუზა]] დაეცა, დეცებალუსმა თავი მოიკლა და დაკებმაც დამოუკიდებლობა დაკარგეს. [[დაკია (რომის პროვინცია)|დაკია]] რომის პროვინციად გამოცხადდა. მათზე გამარჯვების აღსანიშნავად ტრაიანემ რომში 39 მეტრის სიმაღლის სვეტი („ტრაიანეს„[[ტრაიანეს სვეტი“სვეტი]]“) აღმართა დაკებთან ომის ეპიზოდის გამომხატველი რელიეფებით. დაკების უმრავლესობა ბრძოლას შეეწირა ან ტყვედ გაიყიდა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 50-იანი წლებიდან [[ორეშტიე|ორეშტიის]] მთებში რუმინელი არქეოლოგების მიერ დაკების ციხესიმაგრეებისა და დასახლებების არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაკები“-დან