ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ელიზაბეტ შარლოტას დედას მთელი გულით სურდა, რომ ისიც ისევე პრესტიჟულად დაქორწინებულიყო, როგორც მისი უფროსი დები დაქორწინდნენ. როდესაც დედამისმა მისი საფრანგეთის დოფინ [[მარია ანა ვიქტორია ბავარიელი|მარია ანა ვიქტორია ბავარიელის]] ძმაზე, ბავარიის კურფიურსტ იოზეფ კლემენტზე დაქორწინება განიზრახა, ელიზაბეტ შარლოტმა განაცხადა: "მადამ, მე ამისათვის ჯერ მზად არ ვარ".
[[ფაილი:Marriage of HRH The Duke of Lorraine and Mademoiselle (Élisabeth Chartlotte d'Orléans) celebrated at Fontainebleau 13 October 1698.png|მარცხნივ|მინი|314x314პქ|იზაბეტ შარლოტისა და ლეოპოლდ ლოთარინგიელის ქორწინებალ]]
ელიზაბეტ შარლოტას დედა დიდად ამბიციური ქალი არ იყო, თუმცა შვილებისთვის მხოლოდ საუკეთესო სურდა, რის გამოც მათთვის იდეალურ მეუღლეებს ეძებდა. ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი განრისხდა, როცა მისი უფროსი ვაჟი, შარტრის ჰერცოგი [[ფილიპ II (ორლეანი)ორლეანელი|ფილიპე]] [[ლუი XIV]]-ისა და მისი საყვარლის, [[მადამ დე მონტესპანი|მადამ დე მონტესპანის]] უკანონო ქალიშვილ [[ფრანსუაზ მარი დე ბურბონი|ფრანსუაზ მარი დე ბურბონზე]] დააქორწინეს.
 
ელიზაბეტის დედას თავდაპირველად მისი მითხოვება ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალ [[მერი II]]-ის ქვრივზე, მეფე [[უილიამ III]]-ზე სურდა, თუმცა ვინაიდან უილიამი პროტესტანტი იყო, ქორწინება არ შემდგარა.
ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ელიზაბეტისა და საღვთო რომის იმპერატორ [[იოზეფ I (სრი)|იოზეფ I]]-ის ქორწინებასთან დაკავშირებით. ამით წესით უნდა შერიგებულიყვნენ ერთმანეთს გადამტერებული [[ბურბონები]] და [[ჰაბსბურგები]]. მისი საქმროს კანდიდატები ასევე იყვნენ მისი დაქვრივებული ბიძაშვილი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი და ასევე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის კიდევ ერთი უკანონო ვაჟი, მეინის ჰერცოგი ლუი ავგუსტი, თუმცა მათზე დაქორწინება ელიზაბეტის დედამ არ დაუშვა.
 
ელიზაბეტ შარლოტი საბოლოოდ 1698 წლის 13 ოქტომბერს ლოთარინგიის ჰერცოგ [[ლეოპოლდ I ლოთარინგიელი|ლეოპოლდზე]] დაქორწინდა [[ფონტენბლოს სასახლე|ფონტენბლოს სასახლეში]]. ლეოპოლდი ჰერცოგ [[კარლ ლოთარინგიელი|შარლ V]]-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია [[ელეონორა მარიაელეანორა ავსტრიელი|ელეონორა მარია ავსტრიელის]] ვაჟი იყო.
 
ეს ქორწინება [[რიისვიკის ზავი|რიისვიკის ზავის]] შედეგი იყო, რის შემდეგაც საფრანგეთის მეფეს ოკუპირებული ლოთარინგია მისი კანონიერი ჰერცოგისათვის უნდა დაებრუნებინა. ამრიგად ელიზაბეტ შარლოტა, როგორც მისი დები, კიდევ ერთი სამშვიდობო ხელშეკრულების გასამყარებლად გამოიყენეს, რითაც დედამისი ერთობ უკმაყოფილო დარჩა. შემდგომში მან განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი "ომის მსხვერპლი" იყო.