ელამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Elam Map.jpg|thumb|300 px|ელამის მდებარეობა]]
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ელამი''' (შუმერული ''ნიმ'', აქადური ''ელამთუ'', ელამური ''ჰათანთი'') — ძველი სახელმწიფო [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურის]] აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე [[ირანი]]ს ტერიტორიაზე. არსებობდა ძვ. წ. [[ძვ. წ. IV ათასწლეული|IV]] - [[ძვ. წ. III ათასწლეული|III]] ათასწლეულებში. დედაქალაქი [[სუსა]].
 
[[ევფრატი]]სა და [[ტიგროსი]]ს სამხრეთ შუამდინარეთის საზოგადოების ისტორიას მჭიდროდ უკავშიდება ელამის ისტორია. [[შუმერები]] ამ ქვეყანას '''ნიმს''' უწოდებდნენ, [[აქადი|აქადელები]] - '''ელამთუს''', თვით [[ელამელები]] კი - '''ხალთამთის'''. ელამი [[შუმერი]]ს აღმოსავლეთით, [[ირანი]]ს ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. [[ძველი სპარსეთი|ძველი სპარსელები]] მას '''”(ჰ)უჲა”'''-ს ეძახდნენ. სწორედ აქედან უნდა წარმოდგებოდეს ამ რაიონის თანამედროვე სახელწოდება - [[ხუზისტანი]].
 
== ისტორია ==
=== სუსა - დიდი გზაჯვარედინი ===
მთიან ადგილებში მოსახლეობა მესაქონლეობას მისდევდა, მაგრამ აქ ორი დიდი მდინარის - დასავლეთში [[კერხე|ხოასპისა]] (თანამედროვე [[კერხე]]) და აღმოსავლეთში [[ქარუნი|ევლეას]] (თანამედროვე [[ქარუნი]]) ნაპირებზე მოსავლიანი ველებიც იყო. სუსა მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობდა, ფართოდ იყო გაჩაღებული ვაჭრობა [[შუამდინარეთი]]ს ქალაქებთან. ელამიდან გაჰქონდათ ხე-ტყე, ვერცხლი, ლითონი, შემოჰქონდათ ქერი, და ზეთი. აქ, ისევე, როგორც შუმერში, არსებობდა ქალაქ-სახელმწიფოები: [[სუსა|შუშანი]] (სუსა), [[ანშანი]], [[სიმაში]], [[ადამდუნი]], [[ბარახშე]] და სხვ. ადრინდელ ხანაში მათგან ყველაზე ძლიერი ავანის სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.
 
=== სუსა I და სუსა II ===
ხაზი 21:
 
=== ეპიგრაფიული ძეგლები ===
ელამის ტერიტორიის შესწავლა XIX ს-ის მეორე ნახევარში დაიწყეს ფრანგმა არქეოლოგებმა. ქვეყნის ისტორიის კვლევის მნიშვნელოვანი წყარო - ეპიგრაფიკული ძეგლები - ორ ჯგუფად იყოფა. შემორჩენილია უცხოური (შუმერული, აქადური, ბაბილონური, ასურული, ხეთური) ტექსტები და ელამურ ენაზე შესრულებული წარწერები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქადურ ენაზე შედგენილი სამეურნეო და სამართლის დოკუმენტები.
 
=== მრგვალი ქანდაკებები ===
ხაზი 28:
== არქიტექტურა ==
=== ინშუშინაქის კომპლექსი ===
არქეოლოგებმა სუსას მახლობლად აღმოაჩინეს მეფე უნთაშ-ხუფმანის არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ღვთაება ინშუშინაქისადმი მიძღვნილი ელიფსის ფორმის გალავნით შემოზღუდული, 25 მ სიმაღლის, ხუთსართულიანი ზიკურათი, ცხრა ტაძარი და სასახლეთა ჯგუფი. სასახლის მიღმა აღმოჩნდა დიდი აუზი რეზერვუარით, სადაც წყალი იწმინდებოდა და ცხრა არხით უკავშირდებოდა სუფთა წყლის შესანახ პატარა აუზს. აღმოაჩინეს აგრეთვე თავისებური სამარხი. ელამისთვის დამახასიათებელი იყო დაკრძალვის უნიკალური წესი - მიცვალებულის კრემაცია იარაღთან და სამკაულებთან ერთად.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელამი“-დან