ისიდორე კვიცარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
გასაბჭოების შემდეგ - საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ
ხაზი 7:
 
1907 წლის 22 მარტს ხელისუფლებამ „კოლხიდა“ დახურა და მისი გამოცემების კონფისკაცია მოახდინა. მოგვიანებით, 1908 წელს ისიდორე კვიცარიძე ჟანდარმერიამ დააპატიმრა. ეროვნულ არქივში დაცულ ჟანდარმერიის ბარათში დაკავების მიზეზი მითითებული არ არის, თუმცა იმდროინდელ პრესაში დაკავების მიზეზად არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაა დასახელებული. კვიცარიძეს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ის საგამომცემლო და პრესის გავრცელების საქმეს დაუბრუნდა და პრესის კანტორა „იმერეთი“ დააფუძნა. ამ კანტორას ხშირად სტუმრობდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. დღემდე არაერთი საინტერესო ფოტოა შემორჩენილი. საქართველოს გაასაბჭოებისსაბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1922-1923 წლებში ისიდორე კვიცარიძემ ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები გამოცემები საქართველოს მუზეუმს გადასცა.
 
ისიდორე კვიცარიძე 1934 წლის 17 ივნისს დააპატიმრეს და მისი ქონების კონფისკაცია მოახდინეს. 1937 წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1902 წლიდან „მენშევიკების“ პარტიის წევრობის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოიყენეს ჩხრეკის დროს აღმოჩენილი მიმოწერა ემიგრანტებთან - საფრანგეთში მცხოვრებ ზაქრო ჩაჩუასა და გერმანიაში მცხოვრებ გელაზანიასთან. მისი სახლიდან ამოიღეს ნოე ჟორდანიას წიგნი „ვეფხისტყაოსნის კრიტიკა“, რომელიც, ბრალდების თანახმად, მას ჩაჩუამ გამოუგზავნა. 1937 წლის დეკემბერში ისიდორე კვიცარიძეს შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატის „ტროიკამ“ დახვრეტისა და ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანა. განაჩენი მალევე აღსრულდა.