სამადლო (ნაქალაქარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|სამადლო}}
'''სამადლო''' — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, [[ელინისტური ხანაელინიზმი|ელინისტური ხანის]] (ძვ. წ. IV-II სს.) [[ნაქალაქარი]] [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტში]], სადგურ ქსნის პირდაპირ, [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირას ორ მაღალ ბორცვზე (სიმაღლე 75-80 მ. საერთო ფართობი დაახლოებით 16 ჰა). აქ შემთხვევით აღმოჩენილი მდიდრული სამარხული ინვენტარის ნაწილი (500-მდე ოქროს ნივთი) ინახება [[სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი|ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]], [[საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა]] და [[ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)|ერმიტაჟში]].
 
სამადლოს გათხრით (1966-75 წლებში, ხელმძღვანელი ი. გაგოშიძე) გამოვლენილი მრავალფენოვანი არქეოლოგიური მასალა (ყოფითი და საკულტო ნივთები, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო კერამიკა, სამკაული და იარაღი, საფორტიფიკაციო, საცხოვრებო საკულტო, სამეურნეო და სამარხი ნაგებობანი და სხვა) სრულყოფილად ასახავს ძვ. წ. IV-II საუკუნეების ქართლის მოსახლეობის ნივთიერი და სულიერი კულტურის თითქმის ყველა მხარეს. სამადლოზე მოპივებულია აღმოსავლეთ საქართველოში უძველესი კრამიტი (ძვ. წ. IV-III სს.), რომლებზეც დადასტურებულია რიცხვის აღმნიშვნელი ბერძნული (იონური) ასო-ნიშნები. სამადლოს გათხრის შედეგად პირველად გაირკვა, რომ ძვ. წ. IV-III საუკუნეებში საქართველოში არსებობდა მხატვრული კერამიკის მაღალგანვითარებული წარმოება. მოყვითალო ანგობირებულ ფონზე წითელი წერნაქით შესრულებული გეომეტრიული სახეებით (სარტყლური, სამკუთხედის და სხვა) და მრავალფიგურიანი კომპოზიციებით (ბრძოლის, ნადირობის, ცეკვის სცენები და სხვა) შემკული თიხის ზოგიერთი ჭურჭელი ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია. გაირკვა, რომ სამადლოში პირველი დასახლება გაჩენილა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანაში აღმოსავლეთ ბორცვზე, რომლის დაკავებულ მწვერვალზე გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. XIV - VI სს.) საკულტო ნაგებობანი მდგარა. ძვ. წ. V- IV საუკუნეებში აქვე აუგიათ პასარგადესა და ნაყშე-როსთამის (ირანი) კოშკების ტიპის ნაგებობა. შესაძლებელია, ცეცხლის ტაძარი. ძვ. წ. IV საუკუნის II ნახევარში სამადლოზე საქალაქო ცხოვრება დაიწყო. აღმოსავლეთ ბორცვის იზოლირებულ მწვერვალზე კვლავ მდგარა ცეცხლის ტაძარი, დასავლეთ ბორცვის დატერასებულ ფერდობებსა და მწვერვალებზე კი მძლავრი ციხესიმაგრე აუშენებიათ. აქ მდგარა წითლად შეღებილი გადახურული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები (სასახლეები, ტაძრები, სამეურნეო და სხვა, დამხმარე სათავსები და ა. შ..).