კაზრეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:
*ზურაბიშვილების სასახლის ნანგრევები ადგილ „სამტრედოში“. გამოვლინდა სამეურნეო სათავსები, კარის ეკლესია. აგრეთვე XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის თიხის სადა და მოჭიქული ჭურჭელი, ქაშანურისა და მინის ნაკეთობანი, სამეურნეო იარაღი.
 
კაზრეთში არის [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] I მეოთხედის ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი, რომლის ხუროთმოძღვრული დომინანტია სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის მაღალი, უგუმბათო შენობა საგებია სუფთად დამუშავებული ქვით. შემკულია მდიდრული დეკორით. აღმოსავლეთით ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, ჩრდილოეთით და დასავლეთით - პორტალებიანი ორი შესასვლელი. ტრადიციულად შესასვლელს სამხრეთიდან აკეთებდნენ, მაგრამ აქ მთავარია ჩრდილოეთით შესასვლელი, ვინაიდან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ძეგლის მეორე თავისებურებაა ის, რომ აფსიდს ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი სადგომი ეკვრის ჩრდილოეთ მხარეს. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებს ამკობს სარკმლების დეკორატიული ჩარჩოები, პორტალებს - რთულპროფილიანი ჩუქურთმები. კაზრეთის მიდამოებშია ეკლესია [[სათხის ეკლესია|სათხე]] (განვითარებული შუა საუკუნეებში).
 
დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს [[იუსტიციის სამინისტრო]]ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს [[საზოგადოებრივი ცენტრი]], რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაზრეთი“-დან