'''ბინომიალური ნომენკლატურა''' ({{lang-la|binarius||ორმაგი}}) — ცოცხალი ორგანიზმების მთავარი ტაქსინიმიური[[ტაქსონომია|ტაქსონომიური]] კატეგორიის — [[სახეობა (ბიოლოგია)|სახეობის]] [[ბიოლოგია|ბიოლოგიურ]] ნომენკლატურაში მიღებული ორმაგი დასახელება. პირველად გამოიყენა [[კონრად გესნერი|კონრად გესნერმა]], მაგრამ როგორც სახეობის აღწერის მთავარ პირობად იგი [[კარლ ლინე|კარლ ლინემ]] შემოიღო [[1753]] წელს. ბინომიალური ნომენკლატურის თანახმად, ყოველი სახეობა გამოისახება გვარის (იწერება დიდი ასოთი) და სახეობის ეპითეტებით [[ლათინური ენა|ლათინურ ენაზე]]. მაგალითად, ''Capra caucasica'' — [[დასავლეთკავკასიური ჯიხვი]], ''Goodyera repens'' — [[ტყის მრავალძარღვა]]. სახეობის აღწერისას ლათინურის, როგორც დიდი ხნის განმავლობაში სამეცნიერო ენად მიღებულის, გამოყენება სახელების არევ-დარევის წინააღმდეგაა მიმართული, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი სახეობა შესაძლოა სხვადასხვა სახელით აღიწეროს. სახეობების დასახელება აგრეთვე შეიძლება შეიცავდეს აღმწერის გვარს და აღწერის წელს.