ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎დაყოფა: ზედმეტი სიტყვები ამოვიღე და ჩავამატე რექსტი
(→‎დაყოფა: ზედმეტი სიტყვები ამოვიღე და ჩავამატე რექსტი)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ნიკო ბერძენიშვილის აზრით ქართის ტომის ტავდაპირველი საცხოვრისი ქვემო ქართლი იყო. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში ქართლის ჰეგემონობით ჩამოყალიბდა [[ქართლის სამეფო]], რომელსაც ბერძნულ წყაროებში იბერიის სამეფოდ მოიხსენიებდნენ. მისი დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა და გაჩნდა ტერმინი საქართველო. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
 
==დაყოფა==
ქართლი თავისი ბუნებრივ საზღვრებში მოქცეული წარმოადგენდა ტერიტორიას ხუნანიდან სპერის ზღვამდე და იორ-მტკვრის შესართავიდან ლიხის ქედამდე. აღნიშნული ტერიტორია მალევე ოთხ ნაწილად დაიყო: ზემო ქართლი, შიდა ქართლი (ზენას-სოფლისა), კახეთ-კუხეთი და ქვემო ქართლი. როგორც პოლიტიკურ ერთეულში, სხვა ეთნოგრაფიული მხარეები შედიოდა: [[ხევი]], [[დვალეთი]], [[ცხრაძმისხევი]]. ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
# '''[[ზემო ქართლი]]''' — ისტორიული მხარე, მოიცავდა შემდეგ რეგიონებს: [[მტკვარი|მტკვრის]] ზედა დინებას, [[ტაშისკარი]]დან დაწყებული მის სათავეებამდე ([[კოლა]], [[არტაანი]], [[ერუშეთი]], [[თმოგვი (მხარე)|თმოგვი]], [[სამცხე]], [[ჯავახეთი]] და [[თორი]]), ასევე [[ჭოროხი]]ს აუზს სრულად ([[ტაო-კლარჯეთი]]) და შავი ზღვისპირეთს [[ჭანეთი|ჭანეთსა]] და [[გურია]]ს. გეოგრაფიულად სრულად აერთიანებდა, ეთნარქების — [[ოძრხოსი]]სა და [[ჯავახოსი]]ს მიწებს. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის „მესხეთს“. ზემო ქართლი რომ შავი ზღვისპირამდე ვრცელდებოდა ეს ჩანს, როგორც ქართლის („ხუნანიდან სპერის ზღვამდე“), ისე ოძრხოსის წილის („ტასისკარითგან ვიდრე სპერის ზღუამდე“) და თავად კლარჯეთის („არსიანიდან ზღვამდე“) აღწერიდან. მიუხედავად ამ ყველაფრისა ვახუშტი ბატონიშვილისთვის კლარჯეთი ეს იყო ქართლისაგან დამოუკიდებელი წარმონაქმნი და მასში აერთიანებდა ჭანეთს, ისპირსა და თორთუმს. შესაბამისად მისთვის ქართლი ზღვამდე ასოცირდებოდა, მხოლოდ გურიის შავი ზღვის სანაპიროსთან.
 
# '''[[შიდა ქართლი]]''' — ისტორიული მხარე მტკვრის შუა დინებაზე, თავდაპირველად ცენტრით უფლისციხე დღესდღეობით ცენტრით ქალაქ გორით. თავდაპირველად აერთიანებდა მტკვრის შუაწელის ტერიტორიებს ტაშისკარიდან თბილისის ჩათვლით. გეოგრაფიულად სრულად მოიცავდა, ეთნარქი — [[უფლოსი]]ს მიწას. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი]].
{{ციტატა|ხოლო აწ, ვინათგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიყოთ მუნითგან წერად: რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა [[აბოცის მთა|აბოცისასა]] და დის აღმოსავლით [[ჭოჭკანი|ჭოჭკანამდე]], მერმე მოიქცევის და დის ჩრდილოთ კერძ, და მიერთვის [[ქცია|ქციის მდინარეს]]...სომხითისა, ერევნისა და ამისი გამყოფელი არს მთა დიდი, მაღალი და მარადის თოვლიანი, კალთათა ტყიანი, ნადირიანი, რომელი წარივლის დასავლით არტანადმდე, ხოლო აღმოსავლით [[რანი|რანსა]] და [[გელაქუნი|გელაქუნს]] შუა განვლის, და ვიდრე [[არაქსი|რახსადმდე]] მივალს, მთისა ამის სამხრით კერძი სომხით-ერევნისა არს, ხოლო ჩრდილოთ კერძი ბერდუჯისა და რანისა, არამედ ბერდუჯის მდინარის აღმოსავლეთი კიდე უპყრავთ ბორჩალუთა და დასავლის კიდის კერძი კი უპყრავს მეფესა ქართლისასა, ვიდრე [[ხუნანი|ხუნანამდე]]<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 40-42</ref>.}}
 
დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის]], [[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლის]], [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის]] და [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის]] მხარეებში. აუუ დამეხმარეთ ამ ტექსტის გაზიარებაშიი
 
==ეკონომიკა==
ანონიმური მომხმარებელი