შავქლიავა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა კატეგორია:ქლიავის ჯიშები გაჯეტ HotCat-ით)
'''შავქლიავა''' — [[ქლიავი]]ს ქართული ჯიში. [[ხე]] ძლიერ იზრდება, აქვს განიერი [[ვარჯი]], მსხვილი კვერცხისებრი [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]], რომლის საშუალო მასაა 32,8 გ. მოლურჯო-შავი კანი, რომელიც დაფარულია მოცისფრო სანთლისებრი ფიფქით, საშუალო ზომის, ელიფსური, წვრილი [[კურკა]]. რბილობი მომწვანო-მოყვითალოა, წვნიანი, ტკბილი, საკმაოდ მკვრივი. ნაყოფის შაქრიანობა — 8,2%, მჟავიანობა — 0,91%. კრეფენ აგვისტოს II ნახევარში. იყენებენ ხილად, კომპოტად, ჩირად, მწიფდება ერთდროულად, ტრანსპორტირებულია, იძლევა საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. დარაიონებულია [[საქართველო]]ს ყველა ზონაში.
 
==ლიტერატურა==