კურდღელი (მოთხრობა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 3:
== შინაარსი ==
{{სიუჟეტი}}
ნაწარმოების თხრობა არაერთგვაროვანია და ეპიზოდები ერთმანეთთან ზუსტი ქრონოლოგიით არ არის დაკავშირებული. ძირითადი ფაბულის აგება შესაძლებელი ხდება მთავარი პერსონაჟის-სიდონიას-ფიქრების, მოგონებებისა და მოქმედებების მიხედვით. სიდონია სტავრიშვილი-ჯარისმანიძისა 26 წლის ლამაზი ახალგაზრდა ქალია. ერთ დროს მედიცინას ეუფლებოდა, მაგრამ, ქორწინების შემდეგ, ქმრის მოთხოვნით, სწავლას თავი დაანება. სიდონიას და მის მეუღლე ედიშერს ორი შვილი ჰყავთ-ჯუანშერი და კატო. მათთან ერთად ცხოვრობს სიდონიას დედა-მართაც. ედიშერი სტუდენტია, საღამოს კი კლუბში მუშაობს ლოტოს კონტროლიორად. ოთხი წლის ჯუანშერი დედის კერპია-სიდონია თავს ევლება თავის პირმშოს და ყოველმხრივ ანებივრებს.
 
მოთხრობა იწყება ოჯახში მომხდარი ტრაგედიით: [[დიფთერია|ხუნაგით]] მოულოდნელად გარდაცვლილი პატარა ჯუანშერი ეს-ესაა, დაასაფლავეს. ოჯახი გლოვობს, მაგრამ, სიდონიას გონებას მწუხარება არ ეკარება-მისი მთელი არსება ეწინააღმდეგება იმის აღიარებას, რომ სათაყვანო შვილი აღარ ჰყავს. ქალს [[იდენტურობის დისოციაციური აშლილობა|პიროვნების გაორება]] ემართება-იგი სარკეში დანახულ თავის ორეულს სალომეს უწოდებს, მას მიაწერს შვილმკვდარ დედობას და აკისრებს ედიშერისათვის ცოლობის გაწევას, ხოლო თავად მას — სიდონიას კი, ისევ ცოცხალი ჰყავს საყვარელი შვილი-ჯუანშერი, რომელიც ხან ზამბახებს რწყავს, ხანაც- თავისი საყვარელი სათამაშოთი — თეთრი კურდღლით თამაშობს. კურდღელკურდღელი — ერთადერთი ბმა საყვარელ შვილთან — სიდონიას მუდმივად გულში ჰყავს ჩახუტებული, ეთამაშება და ესაუბრება შვილის მაგიერ. თავის გამოგონილ სამყაროში ჩაძირული ქალი ვეღარ ამჩნევს გარშემომყოფებს-უხეშად იცილებს არათუ დედას და ქმარს, არამედ უმცროს შვილს — კატოსაც კი, რის გამოც ედიშერი დროებით თავის ნათესავებთან გახიზნავს პატარას, ცოლთან კი ცნობილ ექიმ-ფსიქიატრს, პროფესორ ფრიდონ დორაშვილს (შესაძლოა, ეს იყოს [[ზიგმუნდ ფროიდი|ზიგმუნდ ფროიდის]] ალუზია) უხმობს.
 
პროფესორ დორაშვილთან გასაუბრებისთანავე ნათელი ხდება, რომ სიდონიას, სინამდვილეში, მშვენივრად ახსოვს წარსული-გარდაცვლილი ვექილი მამა, თვითონ პროფესორი, რომელიც მას-, სიდონიას ფსიქიატრიას და ნევროლოგიას ასწავლიდა უნივერსიტეტში და მასთან ურთიერთობის წვრილმანებიც კი. ქალი იმასაც ხვდება, თუ რას უნდა უკავშირდებოდეს დორაშვილის სტუმრობა მასთან, თუმცა, ექიმი ოსტატურად ცდილობს, რომ ედიშერთან შორეული ნათესაობა მოიშველიოს და სტუმრობა მისი და მისი ოჯახის მონახულების სურვილით შენიღბოს. ექიმის გამოცდილ თვალს არ ეპარება, რომ სიდონიას "გულმავიწყობა" მისი ცხოვრების მხოლოდ ერთ ეპიზოდს-შვილის ავადმყოფობას და სიკვდილს ეხება. იგი მიზნად ისახავს, გამოწვლილვით შეისწავლოს პაციენტის ცხოვრების ეს მონაკვეთი, რათა გაეცეს პასუხი კითხვას-რა აიძულებს სიდონიას გამოგონილ სამყაროში ცხოვრებას? მხოლოდ შვილის სიკვდილი, თუ კიდევ სხვა რამ, რის აღიარებასაც საკუთარი თავის წინაშეც გაურბის? ექიმი ფრთხილად, იუმორის მოშველიებითაც კი, იწყებს პაციენტის გამოკითხვას. თავდაპირველად, იგი თითქოს უჯერებს სიდონიას, რომელიც უმტკიცებს მას, რომ ჯუანშერი ცოცხალია და ამით აძლევს ქალს საშუალებას, მოდუნდეს და გაიხსენოს ის ყველაფერი, რაც წინ უძღოდა ტრაგედიას. ექიმი უჩვეულო მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, აკვირდება პაციენტის ყოველ პასუხს და მომდევნო კითხვასაც ამის მიხედვით აგებს, თუმცა, სიმართლის დადგენა იოლი არ არის: სიდონია იგონებს ცალკეულ ეპიზოდებს, მაგრამ, შვილის სიკვდილის ეპიზოდამდე მისვლა და გონების არევა ერთია-იგი ისევ იწყებს გარდაცვლილ შვილთან საუბარს და მასთან წაღვერში გატარებული უკანასკნელი დღის გახსენებას-როცა ცხელოდა, ბიჭუნა ზამბახებს რწყავდა და ბაჭიით თამაშობდა.
 
დროთა განმავლობაში დორაშვილი მაინც ახერხებს ცალკეული ეპიზოდების შეკრებით მთლიანი სურათის აღდგენას, რომელიც არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდება, განსაკუთრებით, ედიშერისათვის, რომელიც შემთხვევით გახდა [[ჰიპნოზი|ჰიპნოზურ]] მდგომარეობაში მყოფი სიდონიას მონოლოგის მოწმე. როგორც ირკვევა, სინამდვილეში, სიდონიამ ტყეში გაისეირნა თაყვანისმცემელთან-სტუდენტ-ბოტანიკოსთან, სახელად ბიძინასთან ერთად, რომელთან ურთიერთობაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, აშკარად გასცდა თაყვანისმცემლობის ფარგლებს. სწორედ ბიძინამ აჩუქა ჯუანშერს თეთრი კურდღელი, სიდონიას კი ბაკურიანში გასეირნება შესთავაზა. ქალმა უქეიფოდ მყოფი შვილი გადიას დაუტოვა და იმ იმედით, რომ მეორე დღესვე დაბრუნდებოდა, ბიძინას წაყვა. მასთან თავდავიწყების გამო სიდონიას მატარებელზე დაუგვიანდა და მთელი ორი დღის შემდეგ დაბრუნდა შვილთან, რომელიც უკვე მძიმე ავადმყოფი დაუხვდა, ექიმებმა კი, შორსწასული დაავადების მკურნალობა ვეღარ შეძლეს. დედის გონებას სტანჯავს სინდისის ქენჯნა, ეჩვენება, რომ ყველა მას ადანაშაულებს შვილის სიკვდილში — რაკი დააგვიანა. გულის სიღრმეში, თვითონაც ხვდება, რომ ის საბედისწერო გატაცება რომ არა, ბავშვი იქნებ ცოცხალი გადარჩენილიყო. მას სტანჯავს თავად ბიძინასთან ურთიერთობის ფაქტიც და ისიც, რომ ბიძინა ისევ მის გარშემო ტრიალებს და ამით მოსვენებას არ აძლევს.
 
დორაშვილი ედიშერს ესაუბრება და სთხოვს, რომ შეიბრალოს ავადმყოფი ცოლი, გაგონილი დაივიწყოს და არაფერი მოიმოქმედოს, ისევ და ისევ ოჯახის სიკეთისათვის. ედიშერი პირობას აძლევს ექიმს, რომ სიდონიას არაფერს აგრძნობინებს, მაგრამ, დავიწყება მის ძალას აღემატება. ექიმი მოძებნის ბიძინასაც და ურჩევს, რომ იქაურობას გაეცალოს, რადგან მისი არსებობა და უარესად აღრმავებს სიდონიას [[ისტერიული ფსიქოზი|ისტერიულ ფსიქოზს]]. პარალელურად, იგი სიდონიას უღვივებს დანაშაულის განცდას, შეახსენებს ბავშვის სიკვდილში ბიძინას დანაშაულს, მოუწოდებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული, ბიძინა, შეეგუოს ბავშვის სიკვდილს და გაიხსენოს მოვალეობა დედის, ქმრის, მეორე შვილის წინაშე. სიდონია თავიდან თითქოს ემორჩილება, მაგრამ კულმინაციის მომენტში ისევ ძველი მოლანდებები — ჯუანშერი, ზამბახები, თეთრი კურდღელი და წაღვერის აუტანელი სიცხე ეწვევა.
 
ექიმისა და პაციენტის ჭიდილში მოულოდნელი გარდატეხა გაზეთში გავრცელებულ ცნობას შეაქვს: გაზეთი სტუდენტ ბიძინა მარგიშვილის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ იტყობინება. აღწერილობის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი დუელია. პროფესორის ხელთ ახალი იარაღი ჩნდება. იგი სიდონიას ატყობინებს, რომ ბიძინამ სიდონიას და მისი ურთიერთობის შესახებ ქვეყანას მოსდო და სახალხოდ თავი მოსჭრა ქალს, რისთვისაც იგი სიკვდილს იმსახურებს. სიდონია ეთანხმება. დორაშვილი ქალს გაზეთში დაბეჭდილ ცნობას აჩვენებს, რაც სიდონიაზე თავზარდამცემად მოქმედებს. ქალი ახლაღა აცნობიერებს სინამდვილეს და ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი ემოციები ერთბაშად ამოხეთქავს-სიდონია მწარედ ქვითინებს და დასტირის დაღუპულ შვილს.
 
დორაშვილი ამშვიდებს პაციენტს, კიდევ ერთხელ შთააგონებს, რომ ცხოვრება გრძელდება და მანაც უნდა იცხოვროს, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ. სიდონია ექიმს გადასცემს წარსულის სიმბოლოდ ქცეულ თეთრ კურდღელს, რომელსაც ექიმი დაუყოვნებლივ ანადგურებს და მართას სთხოვს-ნარჩენები დაწვას. სიდონია დორაშვილს ეთხოვება და აქვითინებული ეხუტება ედიშერს და კატოს.
 
== „კურდღელი“ სცენაზე ==