სასუქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლუ-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2:
'''სასუქი''' — ნივთიერება, რომელსაც იყენებენ [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობაში]] [[მცენარეები]]ს კვების გაუმჯობესებისთვის, მას ათავსებენ ნიადაგში (ან ნიადაგზე) რის შემდეგაც მცენარე იკვებება მით და აქვს უფრო უხვი მოსავალი. არსებობს მრავალფეროვანი სასუქები, ისინი განსხვავდებიან წარმომავლობით (მინერალური და ორგანული), აგრეგატული მდგომარეობით (თხევადი, ნახევრრადთხევადი, მყარი), მოქმედების თვისებებით, მცენარეში შეღწევის გზით და სხვა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
=== მინერალური სასუქები ===
მინერალური სასუქები ხასიათდება მცენარისთვის საჭირო საკვები ელემენტების შემცველობით(აზოტი, ფოსფორი, კალიუმი). სასუქები, რომლებიც მხოლოდ ერთსაკვებ ელემენტს შეიცავს, ეწოდება მარტივი.მათ მიეკუთვნებიან ამონიუმის გვარჯილა, კალიუმის ქლორიდი დაორმაგი სუპერფოსფატი. სასუქებს, რომლებიც ორ ან მეტ ელემენტს შეცავს, ეწოდება კომპლექსური, რომელთაგანაც ზოგიერთი ინდივიდუალურ ქიმიურ ნაერთს წარმოადგენს, მაგალითად კალიუმის გვარჯილა. ზოგი სპეციალურად მომზადებული ინდივიდუალური ნაერთების ნარევია, როგორიცაა ამოფოსკა( ამინიუმის მჟავე ფოსფატების და კალიუმის ქლორიდისნარევი). კომპლექსურ სასუქებს ამზადებენ მცენარეთაცალკეული სახეების და ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად. მიღებულია, რომ სასუქების კვებითი ღირებულება გამოისახება მათში აზოტის, ფოსფორ(V)-ის ოქსიდის ან კალიუმის ოქსიდის მასული წილით.
მინერალური სასუქების წარმოება მილიონ ტონობით აღირიცხება წელიწადში. ხარჯების შესამცირებლად აფართოებენ დიდი რაოდენობით კვებითი ელემენტების შემცველი კონცენტრირებული სასუქების წარმოებას.ფართოდ გამოიყენება თხევადი მინერაური სასუქები: თხევადი ამიაკი, ამიაკის წყალი (წყალში ამიაკის მასური წილით 0,20-0,25%), ამონიუმის გვარჯილის წყლის ხსნარები, კომპლექსური სასუქების ხსნარები და აზოტის, ფოსფორის და მიკროელემენტების შემცველი ხსნარები.
გრანულირებული მარცვლის სახის სასუქებია 2-4მმ დიამეტრით. ნიადაგში მათი შეტანა უფრო მოსახერხებელია, ნაკლებად იტკეპნება. მწკრივში შეტანისას, მათ მცენარეები უფრო ეფექტურად იყენებენ, ვიდრე ფხვნილისებრს.
 
==რესურსები ინტერნეტში ==
* [http://sad-plus-ogorod.ru/archives/15 ორგანული სასუქები] {{ref-ru}}
 
==ლიტერატურა==
* ი.ვ.ხოდაკოვი, დ.ა.ეპშტეინი, პ.ა.გლორიოზოვი(1988)არაორგანული ქიმია-X კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა „განათლება"
 
[[კატეგორია:სასუქი|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სასუქი“-დან