პავლე ბერიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''პავლე აბრამის ძე ბერიშვილი''' (დ. [[1891]], [[რაჭის მაზრა]], [[ონი]] — გ. [[17 ნოემბერი]], [[1937]], [[თბილისი]]) — [[ქართველი]] პოლიტიკოსი, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი.
 
==ანდრია ლევანის ძე ბერიშვილი დაიბადა 2009 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დედის სახელია ხატია წულაია მამა ამჟამად პოლონეთშია==
==ბიოგრაფია==
<br />
პავლე აბრამის ძე ბერიშვილი დაიბადა [[1891]] წელს, [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]], [[რაჭის მაზრა|რაჭის მაზრის]] სოფელ მოედანში (ამჟამად ონის მოედნის უბანი). დაამთავრა ონის სამოქალაქო სასწავლებელი. შემდგომ სწავლობდა ბაქოში, ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც შეისწავლა ლითონის დამუშავება და ხარატობა. [[1905]] წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი. [[1919]] წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. [[1921]] წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. შემდგომ პერიოდში იგი დააკავეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ენისეისკში. პავლე ბერიშვილი [[საქართველო]]ში [[1935]] წელს დაბრუნდა. [[1937]] წელს იგი კვლავ დააპატიმრეს და 17 სექტემბერს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე ღამეს აღასრულეს. [[1989]] წლის 17 ნოემბერს იგი რეაბირიტირებულია კრასნოიარსკის სამხარეო პროკურატურის მიერ.
 
== ლიტერატურა ==
* ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 173-174, თბ., 2016