ტომ ჰენქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:
 
== ბიოგრაფია ==
ტომ ჰენქსი დაიბადა 1957 წლის 9 ივლისს, კონკორდში, [[კალიფორნია|კალიფორნიის შტატში]]. მისი მამა, ამოს მეფორდ ჰენქსი, იყო შეფ მზარეული და პრეზიდენტ [[აბრაამ ლინკოლნი]]ს დედის, ნენსი ჰენქს ლინკოლნის ნათესავი. დედა ჟანეტ მერილინი მუშაობდა საავადმყოფოში. მშობლების გაყრის შემდეგ 1960 წელს, სამი უფროსი შვილი - სანდრა, ლარი და ტომი მამასთან ერთად დარჩნენ საცხოვრებლად. უმცროსი, ჯიმი კი დედასთან ერთად დარჩა. ორივენი ხელახლა დაქორწინდნენ. ტომის დედინაცვალს პირველი ქმრისგან ხუთი შვილი ჰყავდა. ორი წლის შემდეგ ეს ქორწინებაც გაყრით დამთავრდა და ამოს ჰენქსი იძულებული გახდა მარტოს ერჩინა შვილები. სკოლაში ტომი საკმაოდ არაპოპულარული იყო მოსწავლეებში და მასწავლებლებში. დღესაც იგი აღიარებს რომ ბავშვობაში არც თუ ისე კარგი ხასიათი ჰქონდა. 1965 წელს ამოს ჰენქსმა კიდევ ერთხელ მოიყვანა ცოლი, მისი მეუღლე იყო ფრენსის ვონგი. მას სამი შვილი ჰყავდა, მათგან ორი ტომთან ერთად ცხოვრობდა სკოლაში სწავლის პერიოდში.
 
ტომ ჰექნსი პატარაობიდანვე ამჟღავნებდა თავის მსახიობურ ნიჭს და ხშირად ანცვიფრებდა კიდეც გარშემო მყოფთ. ასე რომ [[კალიფორნია|კალიფორნიის]] უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მისი მხრიდან საკმაოდ ლოგიკური ნაბიჯი იყო. მან მიატოვა სწავლა როდესაც მიიღო შემოთავაზება მსახიობთა პატარა ჯგუფისგან, [[კლივლენდი|კლივლენდში]]. კინოში მოღვაწეობა ტომმა 1980 წელს დაიწყო („მან იცის რომ თქვენ მარტო ხართ“). ოთხი წლის შემდეგ ეკრანებზე გამოჩნდა რომანტიკული კომედია „შხეფი“ ტომ ჰენქსის მონაწილეობით, სადაც ქალის მთავარ როლს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი [[დერილ ჰანა]] ასრულებდა. იგი თამაშობდა ქალთევზას როლს, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება დიდ ქალაქში. ტომის გმირს იგი უყვარდება და ფილმის დასასრულს ორივე ოკეანეში მიდის საცხოვრებლად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტომ_ჰენქსი“-დან