'''ვარაზ-ბაკური''', ''ვარაზ-ბაქარი'', - [[ქართლის სამეფო (ძველი)|ქართლის]][[მეფე]] [[IV საუკუნე |IV საუკუნის]] 70–80–იანი წლებში. ჩვეულებრივ აიგივებენ [[ამიანე მარცელინუსი|ამიანე მარცელინუსთან]] მოხსენიებულ [[ასფაგური|ასფაგურთან]], რომელიც [[368]] რომაელთა მომხრე [[საურმაგ II|საურმაგ II-ის]] განდევნის შემდეგ გაამეფეს [[ირანელები|ირანელებმა]]. [[370]] ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართლის წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება [[თბილისი]].