ჰუნზიბელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჰუნზიბელები''' — დასავლეთ დაღესტნის მთებში ცხო...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
==ისტორია==
ჰუნზიბელები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის წინააზიური რასის კავკასიონური ვარიანტის წარმომადგენლები არიან. ჰუნზიბური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფში შედის. ჰუნზიბელებში გავრცელებულია აგრეთვე,: ხუნძური, რუსული, ქართული ენები.

ბევრმა მეზობელი ხალხების: დიდოელების, კაპუჭელების და ჰინუხელების ენებიც იცის. ჰუნზიბური ენა უდამწერლობო ენაა. სადამწერლობო ენა მათთვის ხუნძურია. ჰუნბიზელების რაოდენობის განსაზღვრა XX საუკუნეში ერთობ ძნელია, რადგან მათ ხან ხუნძებს და ხანაც კაპუჭელებს მიაკუთვნებდნენ. უკანასკნელი პერიოდის საენციკლოპედიო და ინტერნეტის მონაცემებით, ჰუნზიბელების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 1,35 ათას კაცს უთანაბრდება, საერთო რაოდენობას კი 1,7 ათას კაცს ანგარიშობენ.
 
==სამეურნეო ყოფა==
აღსანშნავია, რომ ჰუნზიბელების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მესაქონლეობა (უმთავრესად მომთაბარე მეცხვარეობა), მიწათმოქმედება და ხელოსნობა იყო. მისდევდნენ მონადირეობასაც. სახვნელი ნაკვეთები ძირითადად ფერდობებზე ჰქონდათ შეფენილი, იშვიათად ტერასებიც ჰქონდათ. მოჰყავდათ ქერი, ჭვავი, შვრია, ფეტვი. განვითარებული იყო მატყლის დამუშავება (მაუდი, ქეჩა, ფეხსაცმლის ქსოვა, ფარდაგები, ხურჯინები), მჭედლობა, ხისა და ქვის დამუშავება. საჯდომ და საჭაპანო ტრანსპორტად ძირითადად ცხენს, იშვიათად, სახედარს იყენებდნენ.
 
ჰუნზიბელები ტანსაცმლის ყველა მასალას სოფელში ამზადებდნენ. მათი საკვები ძირითადად ფქვილის, ხორცისა და რძისაგან მზადდებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰუნზიბელები“-დან