ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
109.172.194.40-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Beqabai-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 48:
ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია ენდემური სახეობები: კავკასიური [[სალამანდრისებრნი|სალამანდრა]] (Mertensiella caucasica), კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasica), აჭარული [[ხვლიკისნაირნი|ხვლიკი]] (Darevskia mixta), კავკასიური [[გველგესლები|გველგესლა]] (Vipera kaznakovi) და სხვა.
 
დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური [[კეთილშობილი ირემი]] (Cervus elaphus), [[მურა დათვი]] (Ursus arctos), [[ფოცხვერი]] (Lynx lynx), კავკასიური [[კავკასიური არჩვი]] (Rupicapra rupicapra caucasica), ევროპული [[მაჩქათელა]] (Barbastella barbastellus), გიგანტური მეღამურა (nyctalus lasiopterus); კავკასიური [[ციყვი]] (Sciurus anomalus), [[კავკასიური წავი]] (Lutra lutra), [[თეთრკუდა არწივი]] (Haliaeetus albicilla), სვავი (Aegypius monachus), მთის არწივი (Aquila chrysaetus fulva), [[ქორცქვიტა]] (Accipiter brevipes), [[ველის კაკაჩა]] (Buteo rufinus), კასპიური [[შურთხი]] (Tetraogallus caspius), კავკასიური [[როჭო]] და სხვ. ტყეში ასევე ბინადრობს: [[გარეული ღორი]] (Sus scrofa), [[შველი]] (Capreolus capreolus), [[მგელი]] (Canis lupus), [[ტყის კატა]] (Felis silvestris). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია [[ღამურები]]ს 20 სახეობა.
 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჰეტეროფაუნა მოიცავს საქართველოში გავრცელებული [[ამფიბიები]]ს თითქმის ყველა სახეობას და ოთხ კლდის ხვლიკს. ამფიბიების სახეობათა მრავალფეროვნება, საქართველოს ფარგლებში სხვაგან არსად შეინიშნება. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამფიბიათა სახეობათა მრავალფეროვნების თვალსაზრისით მნიშვნელოვან [[ჰაბიტატი|ჰაბიტატს]] წარმოადგენს. აქ ისინი ძირითადად ბორჯომის ხეობაში და [[მესხეთის ქედი]]ს დასავლეთ ნაწილში გვხვდებიან. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 17-მდე სახეობის [[რეპტილიები|რეპტილია]] და ამფიბია არის გავრცელებული, მათ შორის აღსანიშნავია კავკასიის ენდემი - კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), რომელიც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ის საქართველოსა და IUCN-ის „წითელ ნუსხაშია“ შესული.