ბროწეული: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''ბროწეული''' ({{lang-la|Punica granatum}}) — ბუჩქი ან ტანდაბალი [[ხე]] (სიმაღლით 5 მ-მდეა) [[ბროწეულისებრნი|ბროწეულისებრთა]] ოჯახისა[[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე.
 
აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი [[ფოთოლი|ფოთლები]], რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი; ნორმალურად განვითარებული [[ნასკვი]], [[ბუტკო]] და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს; ზოგი (85-95%) კი განუვითარებელი, მოკლებუტკოიანია და ცვივა. ყვავილობს [[მაისი|მაის]]-აგვისტოში[[აგვისტო]]ში. დამტვერვა ჯვარედინია. დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ისხამს ნაყოფს, სრულ მოსავალს მეშვიდე-მერვე წელს იძლევა. ნაყოფი კენკრასებრია, აქვს ყვითელი ან წითელი ნაყოფისაფარი, სფეროსებრნი მრავალი (400-700) წვნიანი თესლი, რომელიც მწიფდება სექტემბერ-ნოემბერში. კარგი მოვლისას ერთი ხის მოსავალი 50-60 კგ აღწევს.
 
ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. ყინვაგამძლეა (იტანს — 16<sup>0</sup>C), ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში; საქართველოში — [[იორი|ივრის]], [[ალაზანი|ალაზნისა]] და [[მტკვარი|მტკვრის]] ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რაიონებში. კულტივირებულია სუბტროპიკულ ზონაში. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვნისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს („გრენადინი“, „მაშარაბი“ და სხვა), სანელებელს.
 
ბროწეულის ღეროს[[ღერო]]ს, ტოტებსა და [[ფესვი|ფესვების]] ალკალოიდებით მდიდარ გამხმარი ქერქის ნახარშსა და ექსტრატს სამკურნალოდ იყენებენ. ნაყოფს კანით ზოგჯერ კოლიტს მკურნალობენ. ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი დიდი რაოდენობით (32%-მდე) შეიცავს [[მთრიმლავი ნივთიერებები|მთრიმლავ ნივთიერებებს]], რომლებიც იხმარება ტყავის წარმოებაში და საღებრების დასამზადებლად. წითელი, ყვითელი ან თეთრი ბითხუზაყვავილებიანი ბროწეული გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში.
 
[[საქართველო]]ში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად [[კახეთი|კახეთში]], ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. ნარგაობის საერთო ფართობი საბჭოთა დროს იყო 400,17 ჰა. დარაიონებული ჯიშებია: „ვარდისფერი გულოშა“, „ყირმიზი-ყაბუხი“, „ვარდისფერი გულოშა“, „ყირმიზი-ყაბუხი“, „შაჰ-ნარი“, „სალავათური“. ბროწეულს აზიანებს ნაყოფჭამია, ბუგრი, ტკიპა; ავადდება ფომოფსისით (ტოტების კიბო), ბრძოლის ღონისძიებანი: გამხმარი ტოტებისა და მკვდარი ფესვების მოცილება და დაწვა; [[გაზაფხული|გაზაფხულზე]] 1%-იანი ბორდოს სითხის, შემოდგომაზე 5%-იანი სპილენძის აჯასპის შესხურება.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|2|536—537536–537}}
 
[[კატეგორია:ბროწეულისებრნი]]