ბაიასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
| ncbi =
}}
'''ბაიასებრნი''' ({{lang-la|Ranunculaceae}}) — [[ორლებნიანნი|ორლებნიან მცენარეთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]. უმთავრესად [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] ბალახებია, ზოგჯერ ბუჩქები და [[ლიანები]]. [[ფოთოლი]] თათისებრ ან ფრთისებრ დაყოფილია, იშვიათად მთლიანი. [[ყვავილი|ყვავილები]] ორსქესიანია, მარტივი ან ორმაგი ყვავილსაფრით; აქვს მრავალი [[ბუტკო]] და [[მტვრიანა]]. [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] რთული — [[კაკლუჭა]].
 
შეიცავს 30 [[გვარი (ბიოლოგია)|გვარსა]] და 1300-მდე სახეობას[[სახეობა]]ს, რომლებიც უმთავრესად ზომიერი და ცივი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. [[საქართველო]]ში 11 გვარი და 90-მდე სახეობა გვხვდება, რომელთაგან 22 [[ენდემები|ენდემურია]]. შედარებით ფართო გავრცელებითა და სახეობათა სიჭარბით [[საქართველოს ფლორა]]ში გამოირჩევა [[ბაია (გვარი)|ბაია]], [[მაჟარა]], [[ფრინტა]], [[კატაბარდა]], [[მედგარა]], [[ცხვირისატეხელა]] და სხვა.
 
ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხმელეთზე იზრდება. გამონაკლისია [[წყლის ბაია]]ს ({{lang-la|Batrachium}}) სახეობები. მრავალი სახეობა შხამიანია (შეიცავს ალკალოიდებსა და გლუკოზიდებს), ზოგი [[სამკურნალო მცენარეები|სამკურნალო]] ([[ცხვირისატეხელა]]) ან [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიულია]] ([[კატაბარდა]], [[მედგარა]], [[ფრინტა]]), ბევრი სარეველაა (ბაია, [[ჩაწყობილა ბაია]] და სხვა). ამ ოჯახს აკუთვნებდნენ ისეთ გვარებს ([[ხარისძირა]], [[იორდასალამი]] და სხვა), რომლებიც დღეს ცალკე ოჯახებადაა გამოყოფილი. თანამედროვე ფილოგენეზურ სისტემაში მცენარეთა ეს ჯგუფი მორფოლოგიური აგებულების გამო [[ყვავილოვანი მცენარეები|ყვავილოვან მცენარეთა]] ერთ-ერთ წინაპრულ ჯგუფადაა მიჩნეული.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაიასებრნი“-დან