ილია წინამძღვრიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: blanking რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
46.49.66.174-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი''' (დ. [[ძველი სტილი]]თ [1 სექტემბერი], [[ახალი სტილი]]თ [13 სექტემბერი], 1834, [[წინამძღვრიანთკარი]], [[მცხეთის რაიონი]], — გ. [[ძველი სტილი]]თ [2 სექტემბერი], [[ახალი სტილი]]თ [15 სექტემბერი], 1920, იქვე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი. 16 წლის ილია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა [[ილია ჭავჭავაძე]]ს. 1858 წელს ილია დანიშნეს შტატგარეშე მოხელედ თბილისის გუბერნიის მმართველობაში, სადაც 10 წელი დაჰყო სხვადასხვა პოზიციაზე. 1868 წელს ილია წინამძღვრიშვილი აირჩიეს თბილისის მესამე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. ილიამ ცოლად შეირთო ოლღა მიხეილის ასული არღუთაშვილი, რომელიც მალე დასნეულდა. იგი ილიამ საზღვარგარეთ წაიყვანა სამკურნალოდ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შვილი არ ჰყოლიათ, რასაც განსაკუთრებით განიცდიდა წინამძღვრიშვილი. ოლღას ძალიან უნდოდა სოფლის გლეხებისთვის სკოლის გახსნა. ილიამ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სურვილი განეხორციელებინა და სკოლა გაეხსნა, ვინაიდან იმ დროისთვის საგურამოს მხარეში არცერთი სკოლა არ არსებობდა. ილია წინამძღვიშვილის აზრით, „მამულის გაკეთება და ნივთიერის ცხოვრების წინ წასვლა შეიძლება მხოლოდ წერა-კითხვის, სოფლის სამეურნეო და სახელოსნო ცოდნის გავცელებით მცხოვრებთა შორის“. წინამძღვრიშვილმა მიიჩნია, რომ მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, მოსწავლეებს უნდა შეესწავლათ ოჯახში საჭირო ყველა საქმე: მევენახეობა, ღვინის დაყენება, მებაღეობა, მებოსტნეობა, ფუტკრის და აბრეშუმი ჭიის მოვლა, ხვნა-თესვა, საქონლის მოვლა-მოშენება, დურგლობა, მჭედლობა.
ქართული შოკოლადი პირველი შოკოლადი
 
{{ციტატა|გლეხებსა და აზნაურებს, თუმცა ხელთ აქვთ უძრავი სიმდიდრე ბუნებისა, არ შეუძლიათ მითი სარგებლობა. იმათ, გარდა წარღვნისდროინდელი საშუალებებისა, არ იციან არავითარი სხვაგვარი მამულისა და ბაღ-ვენახის შემუშავება. არ არის საჩვენებელი ფერმა, სადაც მათ და მათ შვილებს შეეძლოთ ენახათ შეკეთება მიწის და სამეურნეო იარაღებისა, რომელნიც გაუადვილებენ მამულის მეპატრონეთ მუშაობას}} — წერდა ი. წინამძღვრიშვილი 1883 წელს გაზეთ „[[დროება (XX საუკუნე)|დროებაში]]“.
წინამძღვრიშვილმა საკუთარ სახლში მიიწვია თორმეტი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სკოლის წესდების, სასწავლო გეგმის და პროგრამების შესამუშავებლად. 1883 წლის 4 სექტემბერს ილია წინამძღვრიშვილის დიდი ძალისხმევით და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერითა და დახმარებით, წინამძღვრიანთკარში გაიხსნა [[საქართველო]]ში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა. სკოლაში სწავლა [[იაკობ გოგებაშვილი]]ს მიერ შედგენილი წესდებით და [[ნიკო ცხვედაძე|ნიკო ცხვედაძის]] მიერ შემუშავებული პროგრამებით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლება [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] მიმდინარეობდა. ილიამ მთელი თავისი ქონება სასწავლებელს გადასცა. სასწავლებლის გახსნაზე სიტყვა წარმოთქვა [[ილია ჭავჭავაძე]]მ.
 
როგორც ცნობილია [[ილია ჭავჭავაძე]]მ პოემა „[[აჩრდილი (პოემა)|აჩრდილი]]“ ილია წინამძღვრიშვილს მიუძღვნა.
 
==რესურსები ინტერნეტში==