გვიმრანაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია
No edit summary
ხაზი 24:
| ncbi =
}}
'''გვიმრანაირნი''' ({{lang-la|Pteridophyta}}) — [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს მცენარეთა]] დანაყოფი, რომელსაც აერთიანებენ ვასკულარულ სპოროვნებში, [[ლიკოპოდიუმები|ლიკოპოდიუმებთან]] ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სპოროვანი გამრავლებით ხასიათდება, [[ხავსები]]საგან განსხვავებით აქვთ ფესვები და გამტარი სისტემა, ახასიათებს კანონზომიერი თაობათა მორიგეობა. კარგად განვითარებულ სპოროფიტზე (უსქესო თაობა) ვითარდება სპორები, რომლებიც გაღვივების შედეგად იძლევა სქესიან თაობას — წინაზრდილს ([[გამეტოფიტი]]). სუსტად განვითარებულ წინაზრდილზე ვითარდება ყველა გვიმრანაირისათვის მსგავსი სასქესო ორგანოები (მამრობითი — [[ანთერიდიუმი|ანთერიდიუმები]] და მდედრობითი — [[არქეგონიუმი|არქეგონიუმები]]). განაყოფიერების შემდეგ ვითარდება უსქესო თაობა.
 
გვიმრანაირნი აერთიანებს ოთხ [[კლასი (ბიოლოგია)|კლასს]]: [[გვიმრები]] ({{lang-la|Pteridopsida}}), [[შვიტები]] ({{lang-la|Equisetopsida}}), [[ფსილოტუმისნაირნი]] ({{lang-la|Psilotopsida}}) და {{lang-la|Marattiopsida}}. ასევე გვიმრანაირთა დანაყოფში ერთიანდება გადაშენებულ მცენარეთა კლასები: {{lang-la|Cladoxylopsida, Zygopteridales, Stauropteridales და Rhacophytales}}.
 
ადრე გვიმრანაირნი ითვლებოდნენ ერთიან ტაქსონომიურ ჯგუფად — ტიპად (ზოგჯერ ქვეტიპად). ამჟამად კი ბოტანიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ისინი რამდენიმე დამოუკიდებელ ტიპად უნდა დაიყონ. ზოგჯერ ტერმინი „გვიმრანაირნი“ ვიწრო გაგებით იხმარება და აღნიშნავს გვიმრებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გვიმრანაირნი“-დან