ელგუჯა ხინთიბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
სხვადასხვა დროს იყო: [[ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ([[1976]]-[[1986]]); [[თსუ]] პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში ([[1986]]-[[1993]]); [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თსუ]] ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე ([[2000]]-[[2006]]).
 
ჟურნალ „ლიტერატურათმცოდნეობის“ რედაქტორი ([[1976]]-[[2004]]). საერთაშორისო ჟურნალ „[[გეორგიკა (კრებული)|გეორგიკის]]“ რედკოლეგიის წევრი (1978 წლიდან). საერთაშორისო ორენოვანი (ინგლისური, ქართული) ყოველწლიური ჟურნალის „ქართველოლოგის“"ქართველოლოგის“<ref>[http://kartvelologi.tsu.ge/public/ge „ქართველოლოგი“]</ref> დამაარსებელი და რედაქტორი ([[1993]] წლიდან დღემდე). "ქართველოლოგიური სკოლის ცენტრისა" და "ქართველოლოგიური სკოლის ფონდის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი ([[1992]] წლიდან დღემდე). საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-სემინარის დამაარსებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ([[1995]] წლიდან დღემდე). ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ბიზანტინისტთა და მედიევისტთა (SIEPM) საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის 240-ზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევისა და მონოგრაფიის ავტორი.
 
დაჯილდოებულია ღირსების საერთაშორისო ორდენით (IOM) მითითებით “ქართველოლოგიის სამსახურისათვის” ([[კემბრიჯი]], 1994); საქართველოს ღირსების ორდენით ([[თბილისი]], 2003); [[ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო პრემიით]] (თბილისი, 1984). არის ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული (თბილისი, 2016). მისი ბიოგრაფია შეტანილია ამერიკის ბიოგრაფების ინსტიტუტის გამოცემებში: მსოფლიოს ხუთი ათასი პიროვნება (Five Thousand Personalities of the World) (1994); მსოფლიოს ცნობილ ლიდერთა ცნობარი (The International Dictionary of Distinguished Leadership) (1994) და საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (დიდი ბრიტანეთი) კრებულებში: ვინ ვინაა ინტელექტუალთა შორის (1995/96) (International Who's Who of Intellectuals); ღირსების საერთაშორისო ორდენი (The International Order of Merit) (1998); მეოცემე-20 საუკუნის გამოჩენილი მეცნიერები (Outstanding Scholars of the 20th Century) (2000); საერთაშორისო ბიოგრაფიათა ლექსიკონი (Dictionary of Intellectual Biography) (2010, 2013).
 
იკვლევს შუასაუკუნეების ქართულ ლიტერატურასა და ქართულ-ბიზანტიურ ლიტერატურულ ურთიერთობებს. ასევე მუშაობს [[რუსთველოლოგია|რუსთველოლოგიისა]] და [[წყაროთმცოდნეობა|წყაროთმცოდნეობის]] მიმართულებით.
 
ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის მიმართულებით მნიშვნელოვანია ე. ხინთიბიძის მიერ ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების პროცესის მეცნიერული გააზრება და ცალკეული პრობლემების გამოვლენა: ა) კაბადოკიელთა, კერძოდ, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის ქართველური წარმომავლობის შესახებ თეორიის ჩამოყალიბება <ref>"ერთი კომენტარი ექვთიმე ათონელის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ": ჟურნალი: ''საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე'', XXXI:1, თბ. [[1963]] (0,5 თაბ. რეზ. რუს.)</ref><ref>"ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თსუ გამომცემლობა. თბ. 1989, თსუ გამომცემლობა. (რუსულად, 355 გვ.)</ref><ref>"ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თსუ გამომც. თბ. [[1989]], თსუ გამომც[[ამსტერდამი|.]] Adolf Hakkert-Pablishher, [[ამსტერდამი]] [[1996]], Adolf Hakkert-Pablishher (ინგლისურად, 345 გვ.). </ref><ref>"ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის". თსუ გამომც., თბ. [[1982]], თსუ გამომც., 450 გვ. გვ. 262-372</ref>; ბ) ბიზანტიური რომანის „[[ვარლაამი და იოასაფი|ვარლაამ და იოასაფის]]“ ექვთიმე ათონელის ავტორობის თეორიის ახალი არგუმენტებით მტკიცება <ref>"ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის". თსუ გამომც., თბ. [[1982]], თსუ გამომც., 450 გვ. გვ. 262-372</ref><ref>"ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თბ. 1989, თსუ გამომც. [[ამსტერდამი]] [[1996]], Adolf Hakkert-Pablishher (ინგლისურად, 345 გვ.). გვ. 192-291</ref>; გ) „[[ვარლაამი და იოასაფი|ვარლაამ და იოასაფის]]“ ქართული და ბერძნული ტექსტების ურთიერთმიმართების შესწავლა, 1976 წ.<ref>“ვარლაამ და იოასაფის” ქართულ და ბერძნულ რედაქციათა მიმართებისათვის". პარიზი 1976, Supplément au ''Revue de kartvélologie'', ვ.31. (ინგლისურად, 36 გვ.)</ref>; დ) ბერძნული „[[ვარლაამი და იოასაფი|ვარლაამ და იოასაფის]]“ შექმნის X საუკუნის დასასრულით დათარიღება<ref>"XI საუკუნის ორი უცნობი ქართული ხელნაწერის ფრაგმენტები ბერძნულ კოდექსში": ''Orientalia Christiana Periodica,'' ტ. 64, II, [[რომი]] [[1998]], გვ. 409-417 (ინგლ.)</ref> და სხვა.
 
წყაროთმცოდნეობის მიმართულებით აღსანიშნავია საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით გამოვლენილი შემდეგი სიახლეები:
 
1. ესპანეთის საარქივო მასალებში ე. ხინთიბიძის მიერ მიგნებულია ქართული მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი XV ს-ის წერილი გამოგზავნილი ესპანელი მონარქების იზაბელისა და ფერდინანდის მიერ ქართველი მეფის კონსტანტინე II-ის წერილის პასუხად; უძველესი ევროპული დოკუმენტი გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ; ქართლის მეფის სიმონ პირველის წერილთან დაკავშირებული უცნობი მასალა ესპანეთის სამეფო კარზე <ref>"სიმონ ქართლის მეფის წერილები ესპანეთში": ჟურნ. ''ცისკარი'', #6, თბ. 1986 (1 თაბ.);</ref><ref>"ბიზანტიური ლიტერატურა შუასაუკუნეების ქართულ თარგმანებში და სომხურ-ქართული ლიტერატურული კონტაქტები": კრებ. ''საერთაშორისო კონფ. შუასაუკუნეების სომხური ლიტერატურის შესახებ — Международная конференция по армянской средневековой литературе'', [[ერევანი]] [[1986]] (თეზ. რუს. და ინგლ.)</ref>;
 
2. ბრიტანეთის მუზეუმში [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის]] ორი დაკარგული (XI ს-ის) ქართული ხელნაწერის ფრაგმენტების აღმოჩენა, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, წარმოადგენს [[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი ათონელის]] ავტოგრაფს<ref>"ქართული ფენომენის ყველაზე დიდი გამოხატულება და ევროპული ცივლიზაციის პროცესი": კრებული ''ჩვენ-ქართველნი'', თბ. 1999</ref><ref>"ქართული ლიტერატურის ზოგადი შტრიხები ინგლისელი ქართველოლოგის თვალით": ჟურნალი ''[[გეორგიკა]],'' #22, ([[გერმანია]]) [[1999]], გვ. 112-120 (გერმ.)</ref>;
 
3. [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის]] ქართული წიგნებისა და ხელნაწერების საცავში უცნობი ხელნაწერების გამოვლენა<ref>"ქართულ-ბერძნულ-ლათინური ლიტერატურული კონტაქტების ერთი მაგალითი XII საუკუნის ლათინურ კოლექციაში": ჟურნალი ''Христианский восток, 3(IX)'', [[სანკტ-პეტერბურგი]], [[მოსკოვი]] [[2002]], გვ. 420-431 (ინგლ.)</ref>;
 
4. „[[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი ათონელის ცხოვრების]]<nowiki/>“ ერთი მონაკვეთის XIII საუკუნეში შესრულებული ქართული მეცნიერებისათვის უცნობი ბერძნული და ლათინური თარგმანის გამოვლენა <ref>"ახალი თეორია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ": კრებ: ''ფილოლოგია, ტიპოლოგია და ენის სტრუქტურა'', ''Philology, Typology and Language Structure,'' [[ბერლინი]]-[[ვენა]] [[2002]], Lang, გვ. 65-70 (ინგლ.)</ref><ref>"ქართული ფენომენის ყველაზე დიდი გამოხატულება და ევროპული ცივლიზაციის პროცესი": კრებული ''ჩვენ-ქართველნი'', თბ. [[1999]]</ref><ref>"ქართული ლიტერატურათმცოდნეობა": კრებული ''თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი'', თბ. [[1998]] (თანაავტორი: ლ. მენაბდე)</ref><ref>"ქართული აგიოგრაფიული ტექსტის XIII საუკუნის ბერძნული და ლათინური თარგმანები": კრებ. ''ფილოსოფიურ-ისტორიული ძიებანი'' (აკად. თ. ყაუხჩიშვილისადმი მიძღვნილი), თბ. [[1999]]</ref>;
ხაზი 30:
5. XVI ს-ის დამლევს [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I]]-ის სამეფო კარზე წარმოთქმული ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვის XVII ს-ის ინგლისში დაბეჭდილი ჩანაწერის გამოვლენა და გამოქვეყნება<ref>ჟურნალი [http://www.kartvelologist.ge ქართველოლოგი], #18, [[2012]] წ. </ref>;
 
6. საქართველოს შესახებ XV ს-ის დასაწყისის ესპანელი მოგზაურის რუი გონსალეს კლავიხოს ქართული მეცნიერებისათვის უცნობი ჩანაწერების თარგმნა და გამოქვეყნება<ref>,,ვეფხისტყაოსნის” მხატვრული სტრუქტურა და რუსთველოლოგიის ძირითადი ტექსტოლოგიური პრობლემები": სამეცნიერო კრებული ''ალექსანდრე ბარამიძე-100,'' თბ. [[2002]]</ref>;
7. ახალი კონცეფცია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ<ref>"ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია". თბ. [[1998]], თბილისის უნივ. გამომც., (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 160 გვ.).</ref><ref>"ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოში": ''Archiv für mittelalterliche Philosophie und Kultur, IX,'' [[სოფია]] [[2003]], გვ. 239-251 (ბულგარულად).</ref>;
 
8. ქართველ მეცნიერთათვის უცნობი XIII საუკუნის სირიული ჰიმნი თბილისის აოხრების შესახებ<ref>XIII საუკუნის უცნობი სირიული ჰიმნი თბილისის შესახებ (ქართულად, ინგლისურად, სირიულად), ჟურნალი "ქართველოლოგი", #19, თბილისი 2013</ref>.
ხაზი 40:
==''ვეფხისტყაოსნის'' საკითხები==
 
ე. ხინთიბიძის მიერ ''ვეფხისტყაოსანი'' შესწავლილია ცალკეული მხატვრული სახეების, ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინების და უზენაესი არსების სახელების ინტერპრეტირების სახით. ამგვარი ინტერპრეტირებისა და რუსთველოლოგიური სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე ყალიბდება მანამდე არსებულთაგან განსხვავებული კონცეფცია რუსთაველის მსოფლმხედველობისა და, საზოგადოდ, ამ მსოფლმხედველობის ადგილის შესახებ შუასაუკუნეების საზოგადოებრივ-ლიტერატურული აზრის განვითარების პროცესში.
 
ამგვარი კვლევა მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს: თეოლოგიური, ფილოსოფიური, ეთიკური, ასტროლოგიური.
საგანგებო ინტერპრეტაციის საგანია ''ვეფხისტყაოსნის'' უზენაესი არსების სახელები: როგორიცაა ''ერთარსება ერთი, მზიანი ღამე, უჟამო ჟამი'' და სხვა<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009</ref>. საგანგებოდაა შესწავლილი სქოლასტიკური ტერმინები: ავთანდილი – ''ლხინი და ნივთი და ვალი''.<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009</ref>
 
გამოვლენილია ანტიკური ფილოსოფიური ნაკადი ''ვეფხისტყაოსანში'', კერძოდ: რუსთველის მიერ სულის გვიანდელ შუასაუკუნეებში პოპულარული არისტოტელური დეფინიციის მოხმობა; მეგობრობის კონცეფციის მიმართება ასევე არისტოტელესეულ მოძღვრებასთან; [[ვეფხისტყაოსანი|''ვეფხისტყაოსანში'']] ჩაქსოვილი საუკეთესო საშუალის ანტიკური კონცეფცია; მანკიერების რუსთველისეული გააზრების მიმართება პლატონის თვალსაზრისთან<ref>,,პლატონისგან სწავლა-თქმული” და მისი მსოფლმხედველობითი დატვირთვა": ''ლიტერატურული ძიებანი, XXVI,'' თბ. 2005</ref>.
 
პიროვნების სრულქმნილების ამაღლების თვალსაზრისის პლატონური კვალი რუსთველის პოემაში და სხვ. ''[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანში]]'' გამოვლენილია ანტიკური მითოლოგიის ელემენტები: დემონი, ეროსი. მეცნიერის მიერ განხილულია ''ვეფხისტყაოსნის'' ეთიკური კონცეფცია შუასაუკუნეებში პოპულარული ანტიკური მოძღვრებისა და ქრისტიანული მორალის ძირითად პრინციპებთან მიმართებით (ცალკეული პასაჟები: სასიძოს მოკვლის გადაწყვეტის სცენა, თათბირი ქაჯეთის ციხესთან, სიუხვის, მამაცობის კატეგორიები ''[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანში]]'' და სხვა)<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, გვ. 361-497</ref>.
 
საგანგებო კვლევები ეძღვნება ადამიანის კონცეფციას ''ვეფხისტყაოსანში''<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, გვ. 497-657</ref>. მეგობრობა, როგორც სიყვარული<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის" სიყვარული". თბ. 2005, “ქართველოლოგი”, </ref>; ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია ''ვეფხისტყაოსნის'' სიყვარულის ახლებური გააზრება: პოემისეული სიყვარული ერთმანეთისგან მკვეთრად არ მიჯნავს ღვთაებრივ და ადამიანურ სიყვარულს: სიყვარული ერთია, იგი ღვთაებრივი ემოციაა, მისი გამოვლენის მხოლოდ ამქვეყნიურ ადამიანთა შორის არსებულ ფორმა შეიძლება გახდეს მხატვრული ასახვის საგანი. ამ გააზრებით, იგი მეგობრობასაც მოიცავს. ეს კონცეფცია რუსთველის პროლოგისეული თეორიული მსჯელობის მიხედვით ახალი აღთქმის სიყვარულის ინტერპრეტაციისაგან იღებს სათავეს და იმ ტიპისაა, რაც უფრო მოგვიანებით ევროპულ სინამდვილეში დანტესთან და პეტრარკასთან გამოვლინდება (მხოლოდ სხვა გზით) ღვთაებრივი სიყვარულის ადამიანურ ურთიერთობაში მოაზრების ფორმით<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის სიყვარული". თბ. 2005, “ქართველოლოგი”, </ref>.
 
მეცნიერის მიერ გამოვლენილია ''ვეფხისტყაოსანში'' მოაზრებული კოსმოლოგიური მოდელი: ღმერთი - > ზეციური ძალები - > ადამიანური სამყარო<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”. გვ. 115-209</ref>. ამ მოდელის დასაბუთება ჩანს სპეციფიკურ ნარკვევებში: ''ვეფხისტყაოსნის'' კრონოსი, ოტარიდი, მთვარის მოვანება.<ref>ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”.</ref>
 
ე. ხინთიბიძის მტკიცებით, ''ვეფხისტყაოსნის'' მსოფლმხედველობა გვიანდელი შუასაუკუნეების საზოგადოებრივ მსოფლშეგრძნებაში რენესანსული იდეების შემოტანაა, რომელთაგან განსაკუთრებით ღირესებულია აქცენტის გადატანა, ემფაზა ადამიანზე. ნდობის გამოცხადება ადამიანური ლოგიკის, ანალიტიკური აზროვნებისადმი. ამ კონცეფციის თვალსაზრისით რუსთველის მსოფლმხედველობა შუასაუკუნეებრივისა და რენესანსულის იმგვარი ჰარმონიაა, რომლის დონეზეც არ ჩანს შუასაუკუნეობრივის უარყოფა, მასში ჩანს შუასაუკუნეობრივის შევსება ახლით – რენესანსულით. მეცნიერის დასკვნით, ამქვეყნიური რეალობის ფასეულობაში დარწმუნება, ადამიანური სამყაროს სილამაზის ჭეშმარიტი შემეცნება, ადამიანური გონების, ინტელექტისადმი ნდობის გამოცხადება რუსთველის შემოქმედებაში უშუალოდ ერწყმის ტრადიციულ ქრისტიანულ იდეალს - სულის უკვდავების, კეთილი და მოწყალე შემოქმედის მარადიულობისა და სიკვდილის შემდეგ ამ უსასრულო ღვთაებასთან შერწყმის რწმენას. ესეც რენესანსული იდეების პირველი აფეთქების თავისებურებაა. ამგვარი დარწმუნება ორმაგ - ადამიანურ და ღვთაებრივ - იდეალში შინაგანი სიდიადისა და სიმშვიდის ღრმა განცდით უნდა ყოფილიყო გარემოცული. ეს მსოფლმხედველობითი თავისებურებაც უნდა განაპირობებდეს იმ დიდ პოეტურობას, რასაც ''ვეფხისტყაოსანი'' დღემდე ინარჩუნებს. ეს ეტაპი ქრისტიანული აზროვნების პროცესში ევროპული ლიტერატურული და ქრისტოლოგიური მემეკვიდრეობის დონეზე გამოვლენილი ჩანს XIII-XIV საუკუნიდან. [[შოთა რუსთაველი|რუსთველთან]] იგი საფუძველს ქრისტიანული თეოლოგიიდან იღებს, თეორიულად საბუთდება თავისებური, სპეციფიკური გზით და მხატვრულ სისტემაშია მოაზრებული.
 
ე. ხინთიბიძის დასკვნით, „''ვეფხისტყაოსანი'' მისი თანამედროვე და უშუალოდ მომდევნო თუ წინამორბედი დიდი ლიტერატურული ქმნილებებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ყველაზე მეტი გააზრებითა და თანმიმდევრობით გამოკვეთს ახალ მსოფლშეგრძნებას – შუასაუკუნეების ტრანსცენდენტურ მსოფლმხედველობაში მოაზრებულ რომანტიკული შეფერილობის რეალისტურ ხედვას. ''[[შოთა რუსთაველი|რუსთველი]]'' ჩვენი თანამედროვე ეპოქისეული აზროვნების ახალგაზრდობაა. იგი, ცხოვრებისეულ სილამაზეს, სიძლიერეს და უმაღლეს სულიერ-ემოციურ იდეალებს მინდობილი, ოცნებობს ადამიანის ბედნიერებაზე და ამ ბედნიერებას, საუკუნო სასუფეველთან ერთად, სიკეთის ამქვეყნიურ ზეიმში და ადამიანის მიერ ადამიანის სიყვარულში ხედავს“. <ref>ე. ხინთიბიძე „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ–მსოფლმხედველობითი სამყარო", თბილისი, 2009წ. „ქართველოლოგი“ გვ. 786</ref>